მთავარი » 2012 » თებერვალი » 21 » დიეგო მარადონა: ვიქტორ ვალდესი საშინელი მეკარეა
7:58 PM
დიეგო მარადონა: ვიქტორ ვალდესი საშინელი მეკარეა

დიეგო მარადონა: ვიქტორ ვალდესი საშინელი მეკარეა

დუბაის "ალ-ვასლის" მთავარი მწვრთნელი დიეგო მარადონა ფიქრობს, რომ "ბარსელონამ" ესპანეთის ჩემპიონატის მოგების შანსი უკვე დაკარგა.

ფეხბურთის ლეგენდამ კატალონიელთა კარის დარაჯს ვიქტორ ვალდესს საშინელი მეკარე უწოდა.

"რეალმა" უკვე მოიგო პრიმერა, ამიტომ კატალონიელები ჩემპიონთა ლიგაზე გადაერთვებიან. არა მგონია, რომ "ბარსამ" სხვა ტურნირს უფრო დიდი ყურადღება მიაქციოს.

"ბლაუგრანა" მუდამ დიდ გუნდად დარჩება, სადაც ცუდი მეკარეც კი შეიძლებბა კარგ გოლკიპერად ჩაითვალოს. ვალდესი საშინელი მეკარეა, მაგრამ იმ ფეხბურთელთა დამსახურებით, რომლებიც მოედანზე თამაშობენ, მისი შეცდომები იმდენად არ ჩანს", - თქვა არგენტინელმა.

შეგახსენებთ, რომ პრიმერაში 23 ტურის შემდეგ "რეალს" 61 ქულა აქვს. კატალონიელები ლიდერს 10 ქულით ჩამორჩებიან.

კატეგორია: სპორტული ინფორმაციები | ნანახია: 528 | დაამატა: Acm | რეიტინგი: 5.0/1