მთავარი » 2012 » იანვარი » 29 » დანიელ ალვეში: ჩემპიონობისთვის ბრძოლა უნდა გავაგრძელოთ
6:28 PM
დანიელ ალვეში: ჩემპიონობისთვის ბრძოლა უნდა გავაგრძელოთ

"ბარსელონას" მცველმა დანიელ ალვეშმა განაცხადა, რომ მისმა გუნდმა მადრიდის "რეალის" დევნა უნდა განაგრძოს.

"შესანიშნავი თამაში ვაჩვენეთ, თუმცა გატანა ვერ შევძელით. გოლის გარეშე კი მოგება შეუძლებელია. გასულ წელს ქულების მოგროვება ბევრად იოლი იყო, როგორც ჩანს საკუთარ თამაშს ვერ ვაბალანსებთ.

ახლა "რეალს" შვიდი ქულით ჩამოვრჩებით, მაგრამ ეს არცთუ დიდი საშინელებაა. ჩემპიონატი გრძელდება, წინ კიდევ ბევრი მატჩია. ბრძოლა უნდა გავაგრძელოთ", - განაცხადა ალვეშმა.

კატეგორია: სპორტული ინფორმაციები | ნანახია: 494 | დაამატა: Acm | რეიტინგი: 5.0/1