მთავარი » 2012 » თებერვალი » 21 » ჩირო ფერარა: მთავარია "ნაპოლიმ" გოლი შინ არ გაუშვას
7:57 PM
ჩირო ფერარა: მთავარია "ნაპოლიმ" გოლი შინ არ გაუშვას

ჩირო  ფერარა: მთავარია "ნაპოლიმ" გოლი შინ არ გაუშვას

იტალიის ახალგაზრდული ნაკრების თავკაცმა და "ნაპოლის" ყოფილმა მცველმა ჩირო ფერარამ ლონდონის "ჩელსისთან" ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალურ დაპირისპირებაზე ისაუბრა.

"თუ პირველი საშინაო მატჩი ნულოვანი ფრეთი დასრულდება, ეს ტრაგედია არ არის. გასვლით მატჩში "ნაპოლი" შესაძლოა უფრო სახიფათო აღმოჩნდეს. მთავარია, შინ გოლი არ გავუშვათ.

მოედანზე ლიდერი კრისტიან მაჯო უნდა იყოს, მაგრამ შეუძლებელია არ ვახსენოთ ედინსონ კავანიც. ურუგვაელი შესანიშნავ ფორმაშია და განსაკუთრებით კარგად ევროთასებზე თამაშობს", - თქვა ფერარამ.

"ჩელსისა" და "ნაპოლის" შორის საპასუხო მატჩი ლონდონში 14 მარტს გაიმართება.

კატეგორია: სპორტული ინფორმაციები | ნანახია: 485 | დაამატა: Acm | რეიტინგი: 5.0/1