მთავარი » 2012 » თებერვალი » 18 » ჩელსი (საფეხბურთო კლუბი)
12:07 PM
ჩელსი (საფეხბურთო კლუბი)

ჩელსი (საფეხბურთო კლუბი)

სრული სახელი საფეხბურთო კლუბი ჩელსი
მეტსახელი პენსიონერები, ლურჯები
დაარსდა 14 მარტი 1905
სტადიონი სტემფორდ ბრიჯი
ლონდონი, ინგლისი
(ტევადობა: 42,055 მაყურებელი)
პრეზიდენტი რომან აბრამოვიჩი
მწვრთნელი ანდრე ვილაშ-ბოაში
ლიგა პრემიერ-ლიგა
2009-10 პირველი ადგილი

საფეხბურთო კლუბი ჩელსი (Chelsea Football Club აგრეთვე ცნობილი მეტსახელებით - ლურჯები, პენსიონერები) არის პროფესიონალური საფეხბურთო კლუბი დასავლეთ ლონდონში. გუნდი დაარსდა 1905 წელს, თამაშობს პრემიერლიგაში და ისტორიის უდიდესი ნაწილი გატარებული აქვს ინგლისის უმაღლეს ლიგაში. ჩელსი ინგლისის სამგზის ჩემპიონია, ასოციაციის თასი გუნდს მოგებული აქვს ხუთჯერ, ლიგის თასი ოთხჯერ და უეფას თასების მფლობელთა თასი ორჯერ.

კლუბს პირველი დიდი წარმატება 1955 წელს ჰქონდა, როდესაც გახდა ინგლისის პირველი დივიზიონის ჩემპიონი. 1960-იან და 70-იან წლებში ჩელსიმ შეძლო რამდენიმე თასის მოგება, მაგრამ მოგვიანებით 1997 წლამდე დიდი ხნის მანძილზე კლუბი ვერ ახერხებდა ტიტულის მოგებას. ბოლო დეკადა ყველაზე წარმატებული აღმოჩნდა ჩელსის ისტორიაში. 2005 და 2006 წელს კლუბი გახდა პრემიერ ლიგის ჩემპიონი, 2008 წელს ჩელსიმ მოახერხა ჩემპიონთა ლიგის ფინალში გასვლა, სადაც დათმო დაპირისპირება მანჩესტერ იუნაიტედთან, თერთმეტმეტრიანების სერიაში.

დაარსების დღიდან ჩელსი თამაშობს "სტემფორდ ბრიჯზე", სტადიონის ტევადობა 42.055 კაცს შეადგენს. მდებარეობს ფულემში, დასავლეთ ლონდონში. მიუხედავად სახელწოდებისა კლუბი კენსინგტონისა და ჩელსის საქალაქო რაიონის ფარგლებს გარეთ მდებაროებს, ჰემერსმითის და ფულემის ლონდონის საქალაქო რაიონში. 2003 წელს ჩელსი იყიდა რუსმა ოლიგარქმა რომან აბრამოვიჩმა.

ჩელსის ტრადიციული საფეხბურთო ფორმა არის სამეფო ლურჯი ფერის მაისურები და ტრუსები და თეთრი გეტრები. მოდერნიზებისა და რებრენდინგის მიზნით კლუბის ლოგო ისტორიის მანძილზე რამდენჯერმე შეიცვალა. მიმდინარე ლოგო არის 1950-იან წლებში შექმნილი ლოგოს მოდიფიცირებული ვერსია, რომელზედაც გამოსახულია ლომი კვერთხით ხელში. ჩელსის აქვს ინგლისურ ფეხბურთში ყველა დროის საშუალო დასწრების მეხუთე მაჩვენებელი. 2008-09 წლების სეზონში საშუალო დასწრება შეადგენდა 41.588 კაცს, სიდიდით მეექვსე პრემიერლიგაში.სექციების სია [დამალვა]
1 ისტორია
2 სტემფორდ ბრიჯი
3 შემადგენლობა
4 ტიტულები
5 სქოლიო
6 რესურსები ინტერნეტში

ისტორია [რედაქტირება] მთავარი სტატია : საფეხბურთო კლუბ ჩელსის ისტორია.


ჩელსი დაარსდა 1905 წლის 14 მარტს პაბში The Rising Sun, დღევანდელი ფულემ როუდის შესასვლელის პირდაპირ. დაარსებიდან მცირე ხანში გუნდი საფეხბურთი ლიგის წევრი გახდა. კლუბის ადრეული წლები ნაკლებად წარმატებული გამოდგა. ყველაზე ახლოს ჩელსი ტიტულთან 1915 წელს იყო, როდესაც ასოციაციის თასის ფინალში შეძლო თამაში შეფილდ იუნაიტედის წინააღმდეგ. ჩელსიმ წააგო პირველი ფინალი. კლუბს ჰქონდა რეპუტაცია გუნდისა, რომელიც ცნობილ, ვარსკვლავ ფეხბურთელებს იძენდა და სანახაობრივ ფეხბურთს აჩვენებდა, მიუხედავად ამისა პირველ და მეორე მსოფლიო ომებს შორის პერიოდში მისი როლი ინგლისურ ფეხბურთში მცირე იყო. 1952 წელს ჩელსის მთავარ მწვრთნელად ინგლისის ნაკრებისა და ლონდონის არსენალის ყოფილი ცენტრ ფორვარდი ტედ დრეიკი დაინიშნა. დრეიკმა კლუბის მოდერნიზება განახორციელა. მან შეცვალა კლუბის პენსიონერის ემბლემა ახალი ლოგოთი, დანერგა ვარჯიშის ახალი სისტემები, გააუმჯობესა ჩელსის ახალგაზრდულ აკადემიაში არსებული მდგომარეობა. შედეგად გუნდმა შეძლო პირველი მნიშვნელოვანი წარმატების მიღწევა. 1954-55 წლების სეზონში ჩელსიმ გაიმარჯვა ლიგის ჩემპიონატში და პირველად გახდა ინგლისის ჩემპიონი. იმავე წელს ევროპის მმართველმა საფეხბურთო ორგანიზაციამ უეფამ ჩემპიონთა თასი დააარსა, მაგრამ საფეხბურთო ლიგის და საფეხბურთო ასოციაციის მხრიდან წინააღმდეგობის გამო ჩელსიმ უარი თქვა ტურნირში მონაწილეობაზე. 1960-იან წლებში ტომი დოჰერტის თავკაცობით ჩელსის ახალგაზრდა კოლექტივი რამდენიმეჯერ ახლოს იყო ტიტულის მოპოვებასთან სხვადასხვა ტურნირებში. 1964-65 წლების სეზონში გუნდი სამ ფრონტზე იბრძოდა ჩემპიონობისთვის. საბოოლოო ჯამში ჩელსიმ მხოლოდ ლიგის თასის მოგება მოახერხა, ასოციაციის თასზე და ჩემპიონატში დათმო ბრძოლები. 1970 წელს ჩელსი ასოციაციის თასს დაეუფლა, დაამარცხა რა ფინალში ლიდს იუნაიტედი 2-1. მომდევნო წელს გუნდმა ისტორიაში პირველად შეძლო ევროტურნირის მოგება. 1970-71 წლების სეზონში ჩელსიმ თასების მფლობელთა თასის ფინალში მადრიდის რეალი დაამარცხა ათენში. გვიანი 70-იანი წლები და 80-იანების დასაწყისი ჩელსის ისტორიაში მეტისმეტად ტურბულენტური აღმოჩნდა. მსოფლიოს ეკონომიკური კრიზისის პირობებში სტემფორდ ბრიჯის რეკონსტრუქციის ამბიციური გეგმის განხორციელებამ კლუბის ფინანსური სტაბილურობა შეარყია. ხელმძღვანელობას წამყვანი ფეხბურთელების გაყიდვა მოუხდა და შედეგად ჩელსი უძლიერესთა რიგებიდან გავარდა. გუნდს დეკადის მანძილზე გულშემატკივართა ხულიგნური ქცევების გადაუჭრელი პრობლემაც ჰქონდა. 1982 წელს ჩელსის კრიზისმა პიკს მიაღწია. კლუბი ნომინალურ თანხად £1 კენ ბეითსმა შეიძინა. ამასთან სტემფორდ ბრიჯის ფრიჰოლდი უძრავი ქონების დეველოპერებზე გასხვისდა. შედეგები უარესდებოდა. 1983 წელს ჩელსი გადარჩა მესამე დივიზიონში გავარდნას. 1983-84 სეზონში კლუბმა მოახერხა მეორე დივიზიონის მოგება და უძლიერესთან რიგებში აღზევდა, თუმცა მცირე ხნით. 1988 წელს გუნდი კიდევ ერთხელ დაქვეითდა. ამჯერად მხოლოდ ერთი სეზონით.


2008 წელს ჩელსიმ პირველად ითამაშა ჩემპიონთა ლიგის ფინალში

დიდი ბრძოლის შემდეგ 1992 წელს ბეითსმა, მას შემდეგ რაც დეველოპერები გაკოტრდნენ ფრიჰოლდის კლუბთან გაერთიანება მოახერხა. პრემიერლიგის პირველ სეზონებში ჩელსის გამოსვლა არადამაჯერებელი იყო. მიუხედავად ამისა 1994 წელს გუნდმა ასოციაციის თასის ფინალში შეძლო თამაში. ჩელსის ისტორიაში ახალი ეპოქა 1996 წელს დადგა, როდესაც მოთამაშე მწვრთნელად რუუდ გულიტი დაინიშნა. გუნდში რამდენიმე მსოფლიო დონის ფეხბურთელი ჩაირიცხა. შედეგად ჩელსიმ 1997 წელს ასოციაცისს თასის მოგება მოახერხა და გუნდმა ინგლისის წამყვან კლუბებში დაიბრუნა ადგილი. გულიტი ჯანლუკა ვიალიმ შეცვალა, რომელმაც ჩელსი 1998 წელს თასების თასზე წარმატებამდე მიიყვანა. ამას გარდა იტალიელის მეთაურობით გუნდმა ლიგის თასი, ევროპის სუპერ თასი და 2000 წელს ასოციაციის თასი მოიგო. ვიალი მცირე ხანში დათხოვნილ იქნა და მის ადგილას ასევე იტალიელი კლუდიო რანიერი დაინიშნა, რომლის აქტივშიც 2002 წლის ასოციაციის თასის ფინალი და 2002-03 სეზონში გუნდის ჩემპიონთა ლიგაზე გაყვანა გახდა. 2003 წლის ივნისში ჩელსი რუსმა მილიარდელმა ოლიგარქმა რომან აბრამოვიჩმა იყიდა £140 მილიონად. ეს იყო იმ დროისათვის ინგლისურ ფეხბურთში უდიდესი გარიგება. £100 მილიონზე მეტი დახარჯა ახალმა მფლობელმა პირველივე სეზონში ტრანსფერებში, თუმცა რანიერი უძლური აღმოჩნდა ტიტულის მოპოვებაში და იტალიელი 2004 წელს ჟოზე მაურინიოთი ჩაანაცვლეს. პორტუგალიელის მეცადინეობით ჩელსი გახდა მეხუთე ინგლისური კლუბი, რომელმაც ზედიზედ შეძლო პრემიერლიგის მოგება 2004-05 და 2005-06 სეზონებში. გარდა ამისა მაურინიომ გუნდს მოაგებინა ასოციაციის თასი 2007 წელს და ლიგის თასები 2005 და 2007 წლებში. 2007 წლის სექტემბერში მაურინიოს ადგილას აბრამოვიჩმა აბრაამ გრანტი დანიშნა, რომელმაც ჩელსის ჩემპიონთა ლიგის ფინალში გაყვანა შეძლო. შეხვედრა გუნდმა დათმო მანჩესტერ იუნაიტედთან მატჩის შემდგომ თერთმეტმეტრიანების სერიაში. 2008 წლის ზაფხულში ჩელსის მთავარ მწვრთნელად ბრაზილიელი ლუის ფელიპე სკოლარი იქნა მიწვეული. სკოლარიმ მხოლოდ 7 თვე გაატარა ლონდონში და მიუღებელი შედებისათვის გაათავისუფლეს. აბრამოვიჩმა დროებით გუნდი რუსეთის ნაკრების მოქმედ მწვრთნელს გუუს ჰიდინკს ჩააბარა. 2008-09 წლების სეზონზე ჩელსიმ დრამატულად დათმო ბრძოლა ჩემპიონთა ლიგაში ბარსელონასთან. მოიგო ასოცოაციის თასი. ფინალში, ევერტონის 2-1 დამარცხებიდან ორ დღეში ჩელსიმ მთავარ მწვრთნელად მილანის ყოფილი დამრიგებელი კარლო ანჩელოტი დანიშნა. პირველივე სეზონში იტალიელმა მწვრთნელმა გუნდს პრემიერლიგა და ასოციაციის თასი მოაგებინა. 1963 წლის შემდეგ ჩელსი პირველი გუნდი გახდა რომელმაც 100 ზე მეტი გოლის გატანა შეძლო ჩემპიონატში. 2011 წლის 22 მაისს ჩელსიმ მანჩესტერ იუნაიტედთან ჩემპიონთა ლიგაზე გამოვარდნის და უტიტულო სეზონის შემდეგ კარლო ანჩელოტი დაკავებული თანამდებობიდან გაათავისუფლა. იტალიელის ნაცვლად აბრამოვიჩმა პორტუს ახალგაზრდა მწვრთნელი ანდრე ვილაშ-ბოაში დანიშნა.
სტემფორდ ბრიჯი [რედაქტირება]

ჩელსი საშინაო თამაშებს ატარებს სტემფორდ ბრიჯზე, რომელიც დაარსებულ იქნა 1877 წლის 28 აპრილს. კლუბის ისტორია მხოლოდ ამ არენასთან არის დაკავშირებული. აღსანიშნავია, რომ პირველი 28 წლის მანზილზე სტემფორდ ბრიჯზე საფეხბურთო მატჩების გარდა ეწყობოდა შეჯიბრებები მსუბუქ ათლეტიზმში ლონდონის სპორტული კლუბის მიერ. 1904 წელს სტემფორდ ბრიჯი გას და ჯოზეფ მირსებმა შეიძინეს და ლონდონის საფეხბურთო კლუბს ფულემს თამაშების გამართვა შესთავაზეს. ფულემისგან ძმებმა უარი მიიღეს რის შემდეგაც გადაწყვიტეს საკუთარი კლუბი დაეარსებინათ. ფეხბურთის ისტორიაში მრავლადაა შემთხვევები როდესაც ჯერ იქმნებოდა კლუბები და ამის შემდეგ სტადიონები. ამ შემთხვევაში მოხდა პირიქით. ვინაიდან არენა მდებარეობდა ფულემის რაიონში და ამ სახელწოდების კლუბი უკვე არსებობდა მირსებმა ახლად დაარსებულ კლუბს მეზობელი რაიონის სახელი ჩელსი შეურჩიეს. სტადიონი დააპროექტა არქიტექტორმა არჩიბალდ ლეიტჩმა. ისტორიია მანძილზე არენამ რამდენიმე რეკონსტრუქცია განიცადა. თავდაპირველად ტევდაობა 100 000 მაყურებელს შეადგენდა. მნიშვნელოვანი იყო 1930-იან წლებში სამხრეთ ნაწილში ეგრედ წოდებული 'შედ ენდის' (Shed End) აშენება, რომელიც განკუთვნილი იყო განსაკუთრებით ერთგული და აქტიური გულშემატკივრებისთვის. 1970-იან წლებში ხელმძღვანელობამ სტადიონის რეკონსტრუქციის გადაწყვეტილება მიიღო, ტევადობის 50 000 შემცირება დაიგეგმა. პროექტი საკმაოდ დიდ ფინანსებთან იყო დაკავშირებული რისი უზრუნველყოფაც ხელმძღვანელობამ ვერ შეძლო და ჩელსიმ ვალების დასაფარად სტადიონის ტერიტორია დეველოპერულ კომპანიას დაუთმო. მხოლოდ 1992 წელს კენ ბეიტსმა შეძლო უკან გამოესყიდა სტემფორდ ბრიჯი. დღევანდელი მდგომარეობით სტადიონის ტევადობა 41 841 მაყურებელს შეადგენს. სტემფორდ ბრიჯმა ოვალური ფორმა მართკუთხა კონფიგურაციით შეიცვალა, ტრიბუნები მაქსიმალურად ახლოს არის მოედანთან. სტადიონის ტერიტორიაზეა სპორტულ-გასართობი კომპლექსი 'ჩელსი ვილიჯი'. იგი მოიცავს ორ ოთხვარსკვლავიან სასტუმროს, ხუთ რესტორანს, საკონფერენციო და საბანკეტო დარბაზებს, ღამის კლუბს, გასართობ ცენტრებს, სპორტულ კლუბს, მიწისქვეშა ავტოპარკინგს. უკანასკნელ წლებში კლუბი აქტიურად განიხილავს სტადიონის გაფართოების გეგმებს, რაც ლონდონის ცენტრის მჭიდროდ განაშენიანების და სტემფორდ ბრიჯის სიახლოვეს ორი სარკინიგზო ხაზის არსებობით საკმაოდ არის შეზღუდული. ჩელსის სავარჯიშო ბაზა მდებარეობს კობემში, სიურეის საგრაფოში. ბაზის მთლიანი რეკონსტრუქცია 2007 წელს განხორციელდა. იგი ერთერთი საუკეთესოა ევროპაში.
შემადგენლობა [რედაქტირება]
2011 წლის 1 სექტემბრისთვის.[1]ნომერი პოზიცია მოთამაშე
1 მეკარე პეტრ ჩეხი
2 მცველი ბრანისლავ ივანოვიჩი
3 მცველი ეშლი კოული
4 მცველი დავიდ ლუისი
5 ნახევარმცველი მაიკლ ესიენი
6 ნახევარმცველი ორიოლ რომეუ
7 ნახევარმცველი რამირესი
8 ნახევარმცველი ფრენკ ლამპარდი
9 თავდამსხმელი ფერნანდო ტორესი
10 ნახევარმცველი ხუან მანუელ მატა
11 თავდამსხმელი დიდიე დროგბა
12 ნახევარმცველი ჯონ ობი მიკელი
15 ნახევარმცველი ფლორან მალუდა
ნომერი პოზიცია მოთამაშე
16 ნახევარმცველი რაულ მეირელეში
17 მცველი ჟოზე ბოსინგვა
18 თავდამსხმელი რომელუ ლუკაკუ
19 მცველი პაულო ფერეირა
20 ნახევარმცველი ჯოშ მაკეკრანი
21 თავდამსხმელი სალომონ კალუ
22 მეკარე როს ტურნბული
23 თავდამსხმელი დანიელ სტარიჯი
26 მცველი ჯონ ტერი
33 მცველი ალექსი
34 მცველი რაიან ბერტრანდი
40 მეკარე ენრიკე ილარიო


ტიტულები [რედაქტირება]
პირველი დივიზიონი/პრემიერლიგა: 4
1954–55, 2004–05, 2005–06, 2009–10
ინგლისის ასოციაციის თასი: 5
1970, 1997, 2000, 2007, 2009
ინგლისის ლიგის თასი: 4
1965, 1998, 2005, 2007
ჩერითი/კომუნითი შილდზი: 4
1955, 2000, 2005, 2009
თასების თასი: 2
1971, 1998
უეფას სუპერთასი: 1
1998

კატეგორია: კლუბების ისტორიები | ნანახია: 696 | დაამატა: Acm | რეიტინგი: 5.0/1