მთავარი » 2012 » თებერვალი » 16 » ჩავის აღიარება და ტრავმა
8:50 PM
ჩავის აღიარება და ტრავმა

ჩავის აღიარება და ტრავმა

21 თებერვალს კატალონიის ფეხბურთის ფედერაცია გალა-დაჯილდოვებას გამართავს და 2011 წელს გამორჩეულებს დააჯილდოვებს.

ფეხბურთელთა შორის საუკეთესოდ "ბარსელონას" 32 წლის ნახევარმცველი ჩავი ერნანდესი დაასახელეს, ხოლო ხოსეპ გვარდიოლა კატალონიის წლის საუკეთესო მწვრთნელია.

კატალონიის წლის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელისთვის განკუთვნილ ჯილდოს "ესპანიოლის" ფორვარდი ალვარო ვასკესი მიიღებს.

ჩავიმ "ლევერკუზენთან" შეხვედრა წვივის უკანა, სამთავა კუნთის პრობლემების გამო გამოტოვა. დღეს ექიმები დააზუსტებენ, თუ რა ხნით მოუწევს ვეტერანს დასვენება.

კატეგორია: სპორტული ინფორმაციები | ნანახია: 536 | დაამატა: Acm | რეიტინგი: 5.0/1