მთავარი » 2012 » თებერვალი » 21 » ჩავი: ხოსეპ გვარდიოლა "ბარსელონასთან" კონტრაქტს გაახანგრძლივებს
7:44 PM
ჩავი: ხოსეპ გვარდიოლა "ბარსელონასთან" კონტრაქტს გაახანგრძლივებს

ჩავი: ხოსეპ გვარდიოლა "ბარსელონასთან" კონტრაქტს გაახანგრძლივებს

კატალონიის "ბარსელონას" ნახევარმცველი ჩავი დარწმუნებულია, რომ ხოსეპ გვარდიოლა ესპანურ გრანდთან კონტრაქტს გაახანგრძლივებს.

"მწვრთნელის პერსონა ჩვენი გუნდისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. გვარდიოლასთან მუშაობა ერთი სიამოვნებაა. მითუმეტეს, რომ მასთან ერთად გუნდმა უამრავი ტიტული მოიგო. ამიტომ, მოუთმენლად ველით როდის გაახანგრძლივებს ხოსეპი "ბარსელონასთან" კონტრაქტს.

დარწმუნებული ვარ გვარდიოლა კლუბთან კონტრაქტს გაახანგრძლივებს.

რაც შეეხება ჩემს ჯანმრთელობას, თავს მშვენივრად ვგრძნობ. ყველა პრობლემა წარსულში დარჩა, რაც "ვალენსიასთან" გამართულმა მატჩმაც დაადასტურა", - თქვა ხავიმ.

კატეგორია: სპორტული ინფორმაციები | ნანახია: 531 | დაამატა: Acm | რეიტინგი: 5.0/1