მთავარი » 2012 » თებერვალი » 22 » ბრძოლა ჩემპიონთა ლიგისთვის: ცსკა - რეალი
5:25 PM
ბრძოლა ჩემპიონთა ლიგისთვის: ცსკა - რეალი

ბრძოლა ჩემპიონთა ლიგისთვის: ცსკა - რეალი

დღეს, მოსკოვში გაიმართება ჩემპიონთა ლიგის მორიგი 1/8 ფინალური დაპირისპირება.


დასაწყისი: 21:00 საათი (თბილისის დროით)
სტადიონი: ლუჟნიკები
მსაჯი: ბოირნ კეიპერსი (ჰოლანდია)
ტრანსლაცია: მეორე არხი და LIVE.GOAL.GE


ზენიტმა და ლოკომოტივმა კარგად დაამტკიცეს, რომ რუსულ კლუბებს ღირსეული კონკურენციის გაწევა შეუძლიათ. თუმცა, მიუხედავად დიდი პატივისცემისა, ბენფიკასა და ატლეტიკის მიმართ, მათი რეალთან შედარება არ შეიძლება.

არმიელები ამ მატჩამდე შახტარს დაუპირისპირდნენ. დიდი ალბათობით, ლეონიდ სლუცკი დღეს იგივე შემადგენლობას დააყენებს. შეგახსენებთ, რომ იანვარში გუნდიდან ვაგნერ ლავი წავიდა, მის ნაცვლად შანსი შესაძლოა პონტუს ვერნბლუმს და აჰმედ მუსას მიეცეთ. ცსკას მთავარი დანაკლისი მეკარე იგორ აკინფეევია. გულშემატკივარს სჯერა, რომ სერგეი ჩეპჩუგოვი მას ღირსეულად შეცვლის.

ანხელ დი მარიამ ლა ლიგის ბოლო შეხვედრაში ისევ მიიღო დაზიანება, რაც იმას ნიშნავს, რომ ნახევარდაცვაში კვლავ რონალდუ-კაკა-ოზილის ტრიოს უნდა ველოდოთ. დაცვის მარჯვენა ფლანგს არბელოა დაიკავებს, ხოლო ცენტრს პეპე-რამოსის დუეტი. მარცხენა ფლანგს ალბათ პორტუგალიელი კოენტრაო ჩაიბარებს, მართალია მარსელომ ტრავმა მოიშუშა და ლა ლიგის ბოლო შეხვედრაშიც ითამაშა, მაგრამ ჟოზე მოურინიო მნიშვნელოვან თამაშებში უფრო ფაბიოს ენდობა.

სავარაუდო შემადგენლობები

ცსკა: ჩეპჩუგოვი - ვ.ბერეზუცკი, ინგაშევიჩი, ა.ბერეზუცკი, შენიკოვი - ალდონინი, ვერნბლუმი - ტოშიჩი, ძაგოევი, მუსა - დუმბია.

რეალი: კასილასი - არბელოა, პეპე, რამოსი, კოენტრაო - ხედირა, ალონსო - ოზილი, კაკა, რონალდუ - ბენზემა.

ტრავმირებულები: აკინფეევი, მარკ გონსალესი, ცაუნია, ჰონდა - დი მარია, დიარა, ალტინტოპი.

პრესკონფერენცია

ლეონიდ სლუცკი, ცსკას თავკაცი:

"რეალის ძალა მარტო სწრაფ შეტევებში არ არის. სამეფო კლუბი ხშირად პირველი უშვებს გოლს, მაგრამ მაინც იმარჯვებენ. რეალი პოზიციურად უტევს. კარგად იყენებენ ფლანგებს მოედნის შუაგულიდან გაკეთებულ გადაცემებს. მარტო სივრცეების და სწრაფი შეტევების შეზღუდვა არ იქნება საკმარისი, დაცვაში მაქსიმალურად ყურადღებით უნდა ვითამაშოთ. ჩემთვის ის შედეგი იქნება მისაღები, რომელიც ორი მატჩის ჯამში შემდეგ ეტაპზე გასვლის საშუალებას მოგვცემს."

ჟოზე მოურინიო, რეალის მწვრთნელი:

"მიუხედავად ამინდისა და ხელოვნური საფარისა, ჩვენ მეტოქე ყველა კომპონენტში უნდა დავჯაბნოთ. ჯერჯერობით ასეთ პირობებს ვერ შევეჩვიეთ, ერთი ვარჯიში სრულფასოვნად ადაპტირებისთვის არ არის საკმარისი. უპირველეს ყოვლისა, მთავარია განწყობა და ფსიქოლოგიური მომზადება."

საინტერესო ფაქტები

- ევროთასებზე ცსკა 5-ჯერ დაუპირისპირდა ესპანურ გუნდებს და არცერთხელ არ დამარცხებულა.

- 2010 წელს, ჟოზე მოურინიოს ინტერმა ორჯერ დაამარცხა ცსკა 1/4 ფინალურ ეტაპზე.

- ჯგუფურ ეტაპზე გამართული სამივე გასვლითი შეხვედრა რეალმა მშრალად მოიგო, ჯამში 6:0.

კატეგორია: სპორტული ინფორმაციები | ნანახია: 506 | დაამატა: Acm | რეიტინგი: 5.0/1