მთავარი » 2012 » თებერვალი » 22 » "ბარსელონას" მთავარი მწვრთნელობის კანდიდატები ცნობილია!
5:09 PM
"ბარსელონას" მთავარი მწვრთნელობის კანდიდატები ცნობილია!

"ბარსელონას" მთავარი მწვრთნელობის კანდიდატები ცნობილია!

იმ შემთხვევაში, თუ ხოსეპ გვარდიოლა კატალონიურ კლუბს დატოვებს, "ბარსელონას" ხელმძღვანელობა მთავარი მწვრთნელის პოსტზე მოლაპარაკებას რამდენიმე პრეტენდენტთან გამართავს.

ბარსელონაში ყველა დარწმუნებულია, რომ გვარდიოლა კლუბთან კონტრაქტს გაახანგრძლივებს, მაგრამ ესპანური პრესის ცნობით, "ბარსელონას" დირექტორმა ანდონი სუბისარეტამ იმ კანდიდატთა სია მაინც გააცხადა, რომლებსაც კატალონიელთა გუნდის თავკაცობა შეუძლიათ.

ესენი არიან: ლუის ენრიკე, ერნესტო ვალვერდე, ოსკარ გარსია, ლუის კასერესი, მარკო ვან ბასტენი, იოჰიმ ლიოვი, ანდრე ვილაშ-ბოაში და მარსელო ბიელსა.

ამასთან, "ბარსა" იმ მწვრთნელის არჩევას შეეცდება, რომელსაც "ბლაუგრანას" ამჟამინდელი ფეხბურთის მსგავსი სათამაშო ფილოსოფია აქვს.

მწვრთნელების გამოცდილებას თურმე დიდი მნიშვნელობა არ მიენიჭება. ყველას ახსოვს, როგორ მივიდა გვარდიოლა "ბარსელონაში. მას სერიოზული სამწვრთნელო პრაქტიკა არც ჰქონია, ამიტომ რისკმა შესაძლოა გაამართლოს, თუ კატალონიელები ახალგაზრდა სპეციალისტის დანიშნვნას გადაწყვეტენ.

კატეგორია: სპორტული ინფორმაციები | ნანახია: 546 | დაამატა: Acm | რეიტინგი: 5.0/1