მთავარი » 2012 » იანვარი » 30 » "ბარსელონას" მადრიდის "რეალი" გაუფრინდა
9:34 PM
"ბარსელონას" მადრიდის "რეალი" გაუფრინდა

"ბარსელონას" მადრიდის "რეალი" გაუფრინდა



ჯერ ძალიან ადრეა თქვა, რომ მორჩა, "რეალმა" სამწლიანი განშორების შემდეგ ტიტული დაიბრუნა, მაგრამ, ფაქტია, II წრის პირველ ტურში ჟოზე მოურინიოს გუნდმა დიდი ნაბიჯი გადადგა ამისკენ.

თუმცა თავად რა, ბოლოადგილოსან "სარაგოსას", როგორც მოსალოდნელი იყო, წვალებით, მაგრამ მაინც მოუგო. აი, მისმა კონკურენტ(ებ)მა კი დაამუხრუჭეს - პირველ რიგში კი "ბარსელონამ", რომელიც ოდნავ მოკეთებულმა "ყვითელმა წყალქვეშა ნავმა" "ვილიარეალმა" მშრალზე დატოვა - 90 წუთის განმავლობაში "ბარსამ" გოლი ვერ გაიტანა! დღეიდან "რეალი" ჩემპიონს 7 ქულით, ხოლო "ვალენსიას" 16-ით (!), უსწრებს.

* * *
"ესპანიოლი" აგრძელებს ბრწყინვალე სერიას, თუმცა "მალიორკასთან" კატალონიურმა კლუბმა ძლივს მოიგო. პირველ ტაიმში სტუმრებმა ფატალური შეცდომა დაუშვეს, ებრაელი გოლკიპერი დუდუ ავატე ერთ-ერთ მცველს შეასკდა და ბურთი გაუვარდა, იქვე დადარაჯებულმა სლოვაკმა ვლადიმირ ვეისმა კარიერაში უიოლესი გოლი გაიტანა.

ავატეს მართლაც შავი დღე ჰქონდა "კორნელია ელ პრატზე". მეორე ტაიმი ახალი დაწყებული იყო, როცა მან საჯარიმოს გარეთ რუი ფონტე მოცელა. მსაჯმა "მალიორკას" გოლკიპერი მოედნიდან გააძევა. მიუხედავად ამისა, მასპინძლებმა სამი ქულისთვის მადლობა მეკარე კიკო კასილიას უნდა გადაუხადონ, რომელმაც ბელგიელ მარვინ ოგუნჯიმის სასწაული თავური აუღო, იმდენად სჯობდა ჩორი კასტროს ლიდერობის წყალობით 10-კაციანი გუნდი "ესპანიოლს".

* * *
მადრიდში ბენეფისი მოიწყო "ბილბაოს" ფორვარდმა ფერნანდო ლორენტემ, რომელმაც ხუთ-მატჩიან თრილერში სტუმართა ყველა გოლი გაიტანა, ანუ ჰეთ თრიკი შეასრულა. ბასკებმა, რომლებიც მატჩის განმავლობაში აგებდნენ კიდეც, 3:2 მოიგეს.

5-დან 4 გოლი პირველ ტაიმში გავიდა. გაგიკვირდებათ და მარსელო ბიელსამ "მირანდესთან" მატჩის წინ რამდენიმე ფეხბურთელი დაასვენა! "რაიო" არა მხოლოდ წაგებით დაზარალდა, "ელვებმა" ტრავმების გამო დაკარგეს მეკარე დანი ხიმენესი და ვეტერანი ფორვარდი რაულ ტამუდო.

* * *
მე-10 წუთი მიმდინარეობდა, როცა 27 წლის ნახევარმცველმა ანხელ ლაფიტამ გვარიანად შეაშინა "სანტიაგო ბერნაბეუ" - ლუის გარსიამ სწრაფად გაითამაშა საჯარიმო კარლოს არანდასთან, რომელმაც ჩაწოდება აღარ დაახანა და ლაფიტამ ახლო მანძილიდან აჯობა იკერ კასილიასს. კლასიკოზე გადაღლილი "რეალი" 0:1-ს აგებდა.

"რეალმა" შტურმი წამოიწყო, მომენტი მომენტზე იქმნებოდა აუტსაიდერთა კართან, თუმცა კაკას გოლამდე "სამეფო კლუბს" არაფერი გამოსდიოდა. ბრაზილიელს საგოლე პასი რიკარდო კარვალიომ გადააწოდა.

მეორე ტაიმი ახალი დაწყებული იყო, როცა ჩემპიონატის ბომბარდირმა კრიშტიანო რონალდომ მესუთ იოზილის ჩამოწოდებულს "სარაგოსას" კარში მიუჩინა ადგილი. ამაოდ ითხოვდნენ არაგონელები თამაშგარე მდგომარეობის დაფიქსირებას, თანამსაჯს ალამი არ აუწევია. მალევე იოზილმა თავად გაიტანა და მატჩს წერტილიც აქ დაესვა - 3:1. ამის შემდეგ "სარაგოსა" უფრო აზრიანად უტევდა, კრიშტიანო რონალდო კი ერთხელ ამაოდ ითხოვდა პენალტის დანიშვნას.

ბოლო ოთხი თამაშია, "რეალი" პირველი უშვებს გოლს, ეს კი საშიში სტატისტიკაა. გამარჯვებულთა რიგებში ყველაზე გამორჩეული გერმანელი მესუთ იოზილი იყო, ეს კი "რეალის" გულშემატკივართათვის საიმედო ტენდენციაა.

* * *
"ბარსას" ცუდ დროს მოუწია "ელ მადრიგალზე" ჩასვლა, "ვილიარეალი", რომელიც, მართალია, კრიზისშია, მაგრამ უუნარო გუნდი სულაც არ არის, თითოეული ქულისთვის გააფთრებით იბრძვის. ხოსეპ გვარდიოლას გუნდი კი კლასიკომ გამოფიტა, დაშავებულთა რიცხვმა იმატა... მოკლედ, ბევრი წინაპირობა იყო, რომ კატალონიელები ქულებს დაკარგავდნენ და ასეც მოხდა.

პეპმა შემტევ სამეულში ადრიანო დააყენა, რომელიც შემდეგ ტელომ შეცვალა. ესეც ექსპერიმენტი იყო, რომელმაც ვერ გაამართლა, ცუდად ითამაშა სესკ ფაბრეგასმაც.
ჩემპიონმა განსაკუთრებით პირველ ტაიმში ითამაშა ცუდად, მეორეში კი ბევრი უტია, თუმცა დიეგო ლოპესმაც იყოჩაღა და "ბარსას" ფორვარდებიც ცოდავდნენ დასკვნით ფაზაში. პირველ ტაიმში კი "ვილიარეალს" დაწინაურებაც კი მართებდა.

ერთ ეპიზოდში, რომელიც პიკეს უშნო მოგერიებამ გამოიწვია, ხავიერ მასკერანომ ცარიელი კარიდან თავით გამოიტანა ბურთი, ხოსელუს დარტყმულს კი ერიკ აბიდალი გადაეფარა. მეორე ტაიმში, მესის, ფაბრეგასს და სანჩესს რამდენიმე მომენტი შეექმნათ, მაგრამ ამ დღეს "ბარსელონას" გოლის გატანა არ ეწერა.

საბრალო ვიტიენეს ტეიშეირა! სულ ახლახან იყო, რომ მისი მსაჯობით ჟოზე მოურინიო იმდენად იყო უკმაყოფილო, რომ პარკინკზე ჩაუსაფრდა და გვარიანადაც გამოლანძღა. ახლა მისი მსაჯობით "ბარსელონა" დარჩა უკმაყოფილო. პეპი მოურინიოსავით კიდევ უახლოესი ასი წელიწადი არ მოიქცევა, თუმცა ლეო მესიმ რეფერის მიმართ თავს საკმაოდ მწვავე გამონათქვამების უფლება მისცა.

სხვათა შორის, ვიტიენესს "მარკამ" 10-ბალიანი სისტემით 2-იანი დაუწერა. ვერაფერს გავაწყობთ, ესპანეთში მსაჯობის დონე ფეხბურთისას გვარიანად ჩამოუვარდება.

* * *
ტურში ორი ანდალუსიური დერბი იყო, პირველად "ბეტისი" შინ 1:2 დამარცხდა "გრანადასთან". სტუმართა თავკაცმა აბელ რესინომ სადებიუტო მატჩშივე მოიგო. რესინო კმაყოფილი იქნებოდა შეგირდების გარჯით, ჯერ ნიგერიელმა ოდიონ იგჰალომ გაიტანა, შემდეგ პორტუგალიელმა კარლუშ მარტინშმა ორამდე გაზარდა აუტსაიდერთა უპირატესობა.

მატჩის მიწურულს სიტუაცია გვარიანად დაიძაბა, მას შემდეგ, რაც შეცვლაზე შესულმა ხონათან პერეირამ გაიტანა, მაგრამ რეალურ მომენტებამდე საქმე აღარ მისულა.

* * *
ყოველი შემთხვევისთვის, ჩახედეთ ამ სტატიას, თუ P.S. დართული აქვს, ესე იგი "სპორტინგის" თავკაცი მანუელ პრესიადო უკვე მოხსნეს. გუშინ ასტურიელები "ანოეტაზე" 1:5 განადგურდნენ. მართალია, თამაშის შემდეგ პრესიადო ამტკიცებდა, რომ ლა ლიგაში "სპორტინგზე" უარესი გუნდებიც არიან, მაგრამ ცხრილის მიხედვით, ასეთი მხოლოდ ერთია.

"რეალ სოსიედადის" ბასკი შემტევი ნახევარმცველი დავიდ ზურუტუზა მოედანზე სულ 7 წუთს იყო, აქედან 2 წუთზე მეტი ლამის უგონოდ იწვა მინდორზე, ფრანგ გრეგორი არნოლინთან შეჯახების შემდეგ, თუმცა ზურუტუზამ მაინც ბევრი მოასწრო, დუბლით (გოლები მე-2 და მე-3 წუთებზე გაიტანა!) ფაქტობრივად გადაწყვიტა მატჩის ბედი.

ინციდენტს დავუბრუნდეთ, ფეხბურთელები ერთმანეთს თავებით შეასკდნენ და კინაღამ ტრაგედია დატრიალდა, ჯერ ზურუტუზა გაიყვანეს, შემდეგ რამდენიმე წუთში გრეგორიც მას მიჰყვა.

* * *
თითქოს ლოდი მოაბეს თოკითო, გრძელდება "ლევანტეს" ვარდნა, გუშინ ვალენსიურმა კლუბმა შინ "ხეტაფესთან" დათმო - 1:2. საოცარია, მაგრამ ასეთი წარუმატებელი სერიის მიუხედავად, გუნდის უკუსვლა ჯერ ცხრილზე არ აისახა, "ლევანტე" ისევ მეოთხეა, მაგრამ ფაქტია, ხუან იგნასიოს ვეტერანებით დაკომპლექტებულ გუნდს ძალა გამოელია და მარათონს ვეღარ უძლებს.

მადრიდელთაგან თავი დანი გუისამ და დიეგო კასტრომ გამოიჩინეს. მატჩის ბოლო წუთზე იბორას დარტყმული ხელით მოიგერია ლოპომ, რისთვისაც მცველი გააძევეს, ხოლო რუბენ სუარესმა პენალტით პრესტიჟის გოლი გაიტანა, მეტის დრო კი უბრალოდ აღარ იყო.

* * *
ტურში კიდევ ერთი თრილერი "ელ სარდინიეროზე" ვიხილეთ, სადაც "რასინგმა" და "ვალენსიამ" ბევრი იბრძოლეს, მატჩი 10-10 კაცით დაასრულეს, მაგრამ ერთმანეთს ვერაფერი დააკლეს - 2:2. სტუმართაგან დუბლი არიც ადურისმა შეასრულა. "რასინგი" მარცხისგან თამაშის დასრულებამდე 2 წუთით ადრე თავურით ბერნარდო სუნიგამ იხსნა.

ესპანეთი. ლა ლიგა. XX ტური
ესპანიოლი-მალიორკა 1:0
ესპანიოლი (4-2-3-1): კასილია - გალანი, რ. როდრიგესი, მორენო, დიდაკ ვილა - ფორლინი (60. კ. გომესი), ბაენა - ვეისი, ვერდიუ, რომარიკი (84. ხ. ლოპესი) - რუი ფონტე (55. ტიევი).
მალიორკა (4-2-3-1): ავატე - სენდროსი, ჩიკო, რამისი, პ. კასერესი - ჟოაო ვიქტორი (46. პინა), მარტი - პერეირა (46. ოგუნჯიმი), ალფარო (48. კალატაიუდი), გ. კასტრო - ვიქტორი.
გოლი: 1:0 ვეისი (18)
გაფრთხილება: ფორლინი, მორენო, კ. გომესი, ბაენა, ტიევი - სენდროსი, ჩიკო
გაძევება: ავატე (47)
კუთხური: 3-6; ჯარიმა: 17-11; თამაშგარე: 1-1; კარში დარტყმა: 12-14 (6-5); ბურთის ფლობა: 50%-50%.
მაყურებელი: 24 000

რაიო ვალეკანო-ბილბაო 2:3
რაიო ვალეკანო (4-2-3-1): დანი (54. კობენიო) - ტიტო, არიბასი, ლაბაკა, კასადო - ფუეგო, მოვილია - პიტი (75. დელიბაშიჩი), მიჩუ, ტრაშორასი - ტამუდო (25. რაიკო).
ბილბაო (4-4-2): ირაისოსი - ირაოლა, სან ხოსე, ამორებიეტა, აურტენეჩე - დ. ლოპესი, იტურასპე, ი. პერესი (68. ეკიზა), სუსაეტა (62. მუნიაინი) - ტოკერო (82. ანდერი), ფ. ლორენტე.
გოლები: 1:0 მიჩუ (10), 1:1 ფ. ლორენტე (15), 1:2 ფ. ლორენტე (22), 2:2 არიბასი (26), 2:3 ფ. ლორენტე (67)
გაფრთხილება: კასადო, რაიკო - პერესი, სუსაეტა, ტოკერო, ეკიზა
კუთხური: 6-5; ჯარიმა: 18-14; თამაშგარე: 1-1; კარში დარტყმა: 19-12 (10-4); ბურთის ფლობა: 50%-50%.
მაყურებელი: 9 800

რეალი-სარაგოსა 3:1
რეალი (4-2-3-1): კასილიასი - ჰ. ალთინტოპი, პეპე, რიკარდო კარვალიო, მარსელო - გრანერო, ჩაბი ალონსო (61. დიარა) - იოზილი, კაკა (66. კალეხონი), რონალდო - ბენზემა (71. იგუაინი).
სარაგოსა (4-2-3-1): რობერტო - ლანძარო, პ. და სილვა, პარედესი, ობრადოვიჩი - დუიმოვიჩი, აპონიო - ლუის გარსია (73. აბრაამი), რუბენ მიკაელი (54. პოშტიგა), ლაფიტა - არანდა (65. ბარერა).
გოლები: 0:1 ლაფიტა (10), 1:1 კაკა (31), 2:1 რონალდო (48), 3:1 იოზილი (55)
გაფრთხილება: რონალდო - პარედესი, აპონიო
კუთხური: 3-5; ჯარიმა: 10-11; თამაშგარე: 1-4; კარში დარტყმა: 18-10 (6-3); ბურთის ფლობა: 66%-34%.
მაყურებელი: 75 000

ვილიარეალი-ბარსელონა 0:0
ვილიარეალი (4-2-2): დ. ლოპესი - ა. ლოპესი, გონსალო, მუსაჩიო, ხ. ორიოლი - კანი (72. კასტელანი), სენა (89. მარჩენა), ბრუნო, ბ. ვალერო - ხოსელუ, მ. რუბენი (82. კამუნიასი).
ბარსელონა (4-3-3): ვალდესი - დანი ალვეში, პუიოლი, პიკე (59. სანჩესი), აბიდალი - ჩავი (75. ტ. ალკანტარა), ბუსკეტსი, მასკერანო - ადრიანო (75. ტელო), მესი, ფაბრეგასი.
გაფრთხილება: მუსაჩიო, გონსალო, რუბენი, სენა
კუთხური: 1-6; ჯარიმა: 22-13; თამაშგარე: 4-2; კარში დარტყმა: 5-8 (2-2); ბურთის ფლობა: 34%-66%.
მაყურებელი: 16 500

ბეტისი-გრანადა 1:2
ბეტისი (4-4-2): კასტო - ისიდორო (64. ხ. პერეირა), მარიო, დორადო, ნაჩო - ხუანმა, ირინეი, ბენატი, სევილია (47. პოსუელო) - რ. კასტრო (57. მოლინა), სანტა კრუსი.
გრანადა (4-2-3-1): ჟულიო სეზარი - ნიომი, ი. ლოპესი, ბ. გომესი, სიკეირა - იებდა, მ. რიკო - ხარა (67. ხაიმე), კ. მარტინში (71. აბელი), ბენიტესი (84. ფ. რიკო) - იგჰალო.
გოლები: 0:1 იგჰალო (12), 0:2 მარტინში (39), 1:2 პერეირა (81)
გაფრთხილება: სევილია, ნაჩო, მარიო - იებდა, ხაიმე, იგჰალო, ჟულიო სეზარი, ბენიტესი, ლოპესი
კუთხური: 12-6; ჯარიმა: 9-11; თამაშგარე: 1-0; კარში დარტყმა: 16-12 (6-5); ბურთის ფლობა: 47%-53%.
მაყურებელი: 22 000

რეალ სოსიედადი-სპორტინგი 5:1
რეალ სოსიედადი (4-2-3-1): ბრავო - კ. მარტინესი, მ. გონსალესი, ი. მარტინესი, ესტრადა - ელუსტონდო, არანბურუ - ველა (79. ჩაბი პრიეტო), ზურუტუზა (7. ბერგარა), გრიზმანი - აგირეჩე (60. იფრანი).
სპორტინგი (4-2-3-1): ხუან პაბლო - დ. სუარესი, გალვესი, გრეგორი (14. ბოტია), კანელია - რივერა, ნაჩო კასესი (46. ხუან მუნისი) - დე ლას კუევასი, ტრეხო, კარმელო (77. ს. ალვარესი) - ბილიჩი.
გოლები: 1:0 ზურუტუზა (2), 2:0 ზურუტუზა (3), 2:1 დე ლას კუევასი (46), 3:1 ელუსტონდო (76), 4:1 არანბურუ (91), 5:1 გრიზმანი (93)
გაფრთხილება: ბოტია, გალვესი, რივერა, კარმელო
კუთხური: 5-3; ჯარიმა: 9-16; თამაშგარე: 8-1; კარში დარტყმა: 14-11 (9-2); ბურთის ფლობა: 45%-55%.
მაყურებელი: 16 000

ლევანტე-ხეტაფე 1:2
ლევანტე (4-2-3-1): მუნუა - ვენტა, ბალესტეროსი, დელ ორნო, ხუანფრანი - ხ. ტორესი (82. იბორა), ფარინოსი - ელ ჟარი (79. რაფა ხორდა), რ. სუარესი, ბოტელიო (68. სერანო) - კონე.
ხეტაფე (4-4-2): მოია - ვალერა, ლოპო, კატა დიასი, მასილელა - ბარადა, ხ. როდრიგესი, კასკერო (68. ლასენი), გავილანი (59. დ. კასტრო) - გუისა (83. მ. ტორესი), მიკუ.
გოლები: 0:1 გუისა (32), 0:2 დ. კასტრო (82), 1:2 რ. სუარესი (91-პენ)
გაფრთხილება: დელ ორნო - გუისა, მასილელა
გაძევება: ლოლო (90)
კუთხური: 10-3; ჯარიმა: 11-18; თამაშგარე: 7-3; კარში დარტყმა: 18-10 (5-6); ბურთის ფლობა: 56%-44%.
მაყურებელი: 14 000

რასინგი-ვალენსია 2:2
რასინგი (4-2-3-1): ტონიო - ალვარო (59. კრისტიანი), ტორეხონი, ბერნარდო სუნიგა, სისმა - დიოპი (85. სამპერიო), ადრიანი - არანა, აკოსტა (68. კოლსა), მუნიტისი - სტუანი.
ვალენსია (4-2-3-1): დიეგო ალვეში - ბარაგანი, რიკარდო კოშტა, რუისი, მატიო - ბანეგა (38. თოპალი), ტ. კოსტა - ფეგული, ჟონასი (62. ადურისი), პიატი (70. ბერნატი) - სოლდადო.
გოლები: 1:0 ადრიანი (2), 1:1 ადურისი (66), 1:2 ადურისი (79), 2:2 ბერნარდო სუნიგა (88)
გაფრთხილება: ტონიო, ადრიანი, კრისტიანი, სამპერიო, სისმა - მატიო, ფეგული, რუისი, კოსტა, კოშტა
გაძევება: მუნიტისი (90), რ. კოშტა (91)
კუთხური: 5-8; ჯარიმა: 16-16; თამაშგარე: 3-2; კარში დარტყმა: 11-10 (5-4); ბურთის ფლობა: 36%-64%.
მაყურებელი: 11 000

მალაგა-სევილია 2:1
მალაგა (4-2-3-1): კაბალიერო - ს. სანჩესი, დემიკელისი, ველიგტონი, მონრეალი - ტულალანი, მარესკა (63. რესიო) - კასორლა (88. გამესი), სება ფერნანდესი (81. ბუონანოტე), ისკო - რონდონი.
სევილია (4-2-3-1): ვარასი - კოკე, სპაჰიჩი, ესკუდე, ფ. ნავარო - მედელი, რაკიტიჩი (69. ტროხოვსკი) - ხესუს ნავასი, რეიესი (36. ბ. დიავარა), ლუნა (66. დელ მორალი) - ნეგრედო.
გოლები: 1:0 ველიგტონი (7), 1:1 ლუნა (15), 2:1 სება ფერნანდესი (19)
გაფრთხილება: ფერნანდესი, სანჩესი, დემიკელისი, ველიგტონი, ისკო - ლუნა, პეროტი (სათადარიგო), რაკიტიჩი, სპაჰიჩი, მედელი, ესკუდე
გაძევება: ისკო (78)
კუთხური: 6-3; ჯარიმა: 15-20; თამაშგარე: 1-2; კარში დარტყმა: 8-9 (1-7); ბურთის ფლობა: 47%-53%.
მაყურებელი: 28 000

დღეს
ოსასუნა-ატლეტიკო 00:30

სატურნირო ცხრილი
თ მ ფ წ ბ ქ
1. რეალი 20 17 1 2 70-19 52
2. ბარსელონა 20 13 6 1 59-12 45
3. ვალენსია 20 10 6 4 31-22 36
4. ლევანტე 20 9 4 7 26-24 31
5. ესპანიოლი 20 9 4 7 22-21 31
6. ბილბაო 20 7 8 5 30-25 29
7. მალაგა 20 8 4 8 24-29 28
8. ხეტაფე 20 7 6 7 22-26 27
9. ოსასუნა 19 6 9 4 22-31 27
10. ატლეტიკო 19 7 5 7 30-27 26
11. სევილია 20 6 8 6 21-22 26
12. სოსიედადი 20 6 6 8 22-28 24
13. ბეტისი 20 7 2 11 23-29 23
14. ვალეკანო 20 6 4 10 23-31 22
15. მალიორკა 20 5 7 8 17-25 22
16. გრანადა 20 6 4 10 14-27 22
17. რასინგი 20 4 9 7 17-25 21
18. ვილიარეალი 20 4 8 8 18-28 20
19. სპორტინგი 20 5 3 12 19-38 18
20. სარაგოსა 20 2 6 12 15-36 12

ბომბარდირები
24 - კრიშტიანო რონალდო (რეალი); 22 - ლიონელ მესი (ბარსელონა); 14 - რადამელ ფალკაო (ატლეტიკო), გონსალო იგუაინი (რეალი); 12 - რობერტო სოლდადო (ვალენსია); 10 - ქარიმ ბენზემა (რეალი), ფერნანდო ლორენტე (ბილბაო); 9 - სესკ ფაბრეგასი (ბარსელონა), მიჩუ (რაიო ვალეკანო).

მომდევნო ტური
4 თებერვალი: მალიორკა-ბეტისი, ბილბაო-ესპანიოლი, ლევანტე-რასინგი, ხეტაფე-რეალი, ბარსელონა-რეალ სოსიედადი.
5 თებერვალი: სპორტინგი-ოსასუნა, სევილია-ვილიარეალი, სარაგოსა-რაიო ვალეკანო, ატლეტიკო-ვალენსია.
6 თებერვალი: გრანადა-მალაგა.


კატეგორია: სპორტული ინფორმაციები | ნანახია: 657 | დაამატა: Acm | რეიტინგი: 5.0/1