მთავარი » 2012 » თებერვალი » 19 » "ბარსელონა" ალკოჰოლური სასმელების მწარმოებელ ტაიტურ კომპანიასთან სპონსორულ კონტრაქტს გააფორმებს
4:02 PM
"ბარსელონა" ალკოჰოლური სასმელების მწარმოებელ ტაიტურ კომპანიასთან სპონსორულ კონტრაქტს გააფორმებს

ბარსელონა" ალკოჰოლური სასმელების მწარმოებელ ტაიტურ კომპანიასთან სპონსორულ კონტრაქტს გააფორმებს

"ბარსელონა" ტაიტურ კომპანია ThaiBev-თან, რომელიც ალკოჰოლური სასმელების წარმოებითაა დაკავებული, სპონსორულ კონტრაქტს გააფორმებს.

ეს გარიგება კატალონიურ კლუბს 4 მილიონ ევროს მოუტანს. გარიგების დანარჩენი დეტალები არ ხმაურდება.

შეგახსენებთ, რომ სექტემბერში მიმდინარე სეზონის გეგმებზე საუბრისას, "ბარსელონას" ტექნიკურმა დირექტორმა ხავიერ ფაუსმა განაცხადა, რომ აუცილებელია კლუბი აზიურ ბაზარზე გავიდეს.

აღსანიშნავია, რომ ThaiBev-ის კუთვნილი ერთერთი ყველაზე ცნობილი მარკა - Chang Beer, 2004 წლიდან ინგლისის "ევერტონის" სპონსორია.

კატეგორია: სპორტული ინფორმაციები | ნანახია: 485 | დაამატა: Acm | რეიტინგი: 5.0/1