მთავარი » 2012 » იანვარი » 11 » "ბაიერნი" შეტევის გაძლიერებას გეგმავს
11:30 PM
"ბაიერნი" შეტევის გაძლიერებას გეგმავს

"

ზაფხულში მიუნხენელები თავდასხმის ხაზის გაძლიერებას გეგმავენ. "ბაიერნის" მთავარი სატრანსფერო სამიზნე მომავალ ზაფხულს დიმიტარ ბერბატოვი ("მანჩესტერ იუნაიტედი") და შერდან შაკირი ("ბაზელი") იქნება.

ბულგარელ ფორვარდს "ალისფერ ეშმაკებთან" კონტრაქტი ეწურება და "იუნაიტედის" ხელმძღვანელობას მისი გაგრძელება არ გადაუწყვეტია. ცოტა ხნის წინ ბერბატოვის ლევერკუზენის "ბაიერში" დაბრუნებაზე საუბრობდნენ, თუმცა გერმანული კლუბის პრეზიდენტმა ეს ინფორმაცია უარყო.

"ბაიერნს" ზაფხულში ბულგარელის თავისუფალი აგენტის სტატუსით აყვანა სურს.

მარკო როისთან მოლაპარაკებების ჩაშლის შემდეგ "ბაიერნმა" მზერა შვეიცარიული "ბაზელის" 20 წლის ვინგერზე, შერდან შაკირზე შეაჩერა.

გერმანელებს ამ პოზიციაზე მოთამაშე სჭირდებათ და შაკირი ღირსეული ვარიანტი ჩანს. მით უფრო, რომ მიუნხენელთა ხელმძღვანელობას შერდანის ხილვა "ბაიერნისა" და "ბაზელის" ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალურ დაპირისპირებაში შეუძლია.



კატეგორია: სპორტული ინფორმაციები | ნანახია: 475 | დაამატა: Acm | რეიტინგი: 5.0/1