მთავარი » 2012 » თებერვალი » 18 » არსენალი ლონდონი (საფეხბურთო კლუბი)
12:03 PM
არსენალი ლონდონი (საფეხბურთო კლუბი)

არსენალი ლონდონი (საფეხბურთო კლუბი)

სრული სახელი Arsenal Football Club
დაარსდა 1886
სტადიონი ემირატები
ლონდონი, ინგლისი
(ტევადობა: 60 355 მაყურებელი)
პრეზიდენტი პიტერ ჰილ-ვუდი
მწვრთნელი არსენ ვენგერი
კაპიტანი რობინ ვან პერსი
ლიგა პრემიერ-ლიგა
2009-10 მესამე ადგილი

საფეხბურთო კლუბი არსენალი (ინგ. Arsenal Football Club) - ასევე ცნობილი მეტსახელით მეთოფეები. არის პროფესიული საფეხბურთო კლუბი ინგლისში. დაარსდა 1886 წელს ჩრდილოეთ ლონდონში. ისინი ინგლისის პრემიერ ლიგაში გამოდიან და ერთერთი წარმატებული გუნდია ინგლისურ ფეხბურთში. ისინი ცამეტჯერ ფლობენ ქვეყნის ჩემპიონის ტიტულს, ათჯერ აქვს მოგებული ასოციაციის თასი და ორჯერ ლიგის თასი. არსენალი ერთადერთი ინგლისური გუნდია, რომელსაც პრემიერ ლიგის სეზონი წაუგებლად ჩაუტარებია (2003-04).

ის წარმატებულად გამოდის ევროპულ სარბიელზეც. მას მოგებული აქვს ბაზრობათა თასი (1969-70) და უეფას თასების მფლობელთა თასი (1993-94). ორჯერ არის ამ ტურნირის ფინალისტი (1979-80, 1994-95). გარდა ამისა იგი გასულია უეფას თასის (1999-00) და ჩემპიონთა ლიგის ფინალში 2006 წელს, სადაც დრამატულ ბრძოლაში ბარსელონასთან დამარცხდა ანგარიშით 1-2.

არსენალი 1886 წელს დაარსდა და ყველაზე სამხრეთული კლუბი იყო, რომელიც ფეხბურთის ლიგას შეუერთდა. პირველი უმთავრესი წარმატებები მეთოფეებმა 1930-იან წლებში მოიპოვეს, მოიპოვეს რა ინგლისის ჩემპიონობა ხუთჯერ და ასოციაციის თასი ორჯერ. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ არსენალი გახდა მეორე ინგლისური კლუბი რომელთაც შეასრულეს დუბლი და მოიგეს ინგლისის ჩემპიონობა და ასოციაციის თასი ერთ სეზონში (1970-71). არსენალის ყველაზე წარმატებული პერიოდი უკანასკნელი ოცი წელი გამოდგა და გახდნენ პირველი ლონდონური კლუბი, რომელთაც უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის ფინალს მიაღწია (2006).

კლუბის ტრადიციული ფერი წითელი და თეთრია, რომელიც მთელი მისი ისტორიის განმავლობაში იცვლებოდნენ. ამასთან ერთად იცვლებოდა მისი მდებარეობაც. თავდაპირველად გუნდი ლონდონის გარეუბან ვულვიჩში დაფუძნდა, 1913 წელს კი იგი სამხრეთ-აღმოსავლეთ ლონდონში გადავიდა. ამ დროიდან კლუბი ჰაიბერის სტადიონზე თამაშობდა, რომელიც 38,419 კაცს იტევდა, 2006 წლისათვის კი უკვე მზად იყო არსენალის ახალი არენა ემირატები, რომელიც 60,355 გულშემატკივარს იტევს.სექციების სია [დამალვა]
1 ისტორია
1.1 ადრეული წლები (1886-1910)
2 მფლობელები
3 ტიტულები
3.1 ინგლისი
3.2 ევროპა
4 რესურსები ინტერნეტში

ისტორია [რედაქტირება]
ადრეული წლები (1886-1910) [რედაქტირება]

არსენალი 1886 წელს დაარსდა ლონდონის უბან ჰოლოვეიში მომუშავე მუშათა მიერ, თავდაპირველად მისა სახელი იყო Dial Square. მისი პირველი ხელმძღვანელი შოტლანდიელი დენიელ დენსკინი იყო.

პირველი შეხვედრა არსენალმა 1886 წლის 11 დეკემბერს გამართა კლუბთან Eastern Wanderers. იგი არსენალმა მოიგო ანგარიშით 6-0. 1893 წელს კლუბი შეუერთდა ინგლისის ფეხბურთის ლიგას, შევიდა რა მეორე დივიზიონში. მალევე გუნდს სახელი გადაერქვა და ეწოდა Royal Arsenal.
მფლობელები [რედაქტირება]

საფეხბურთო კლუბი არსენალი ეკუთვნის კომპანია "არსენალ ჰოლდინგს", რომელთაც ფლობენ:
25 % — ალიშერ უსმანოვი (Red & White Holdings)
20,5 % — სტენ კრონკი (ინგ. Stan Kroenke)
16,1 % — დენი ფიზმენი (ინგ. Danny Fiszman)
15,9 % — ლედი ნინა ბრეისუელ-სმიტი (ინგ. Nina Bracewell-Smith)
4,4 % — რიჩარდ კარი (ინგ. Danny Fiszman)
0,8 % — პიტერ ჰილ-ვუდი (ინგ. Peter Hill-Wood)
0,08 % — ლორდ ჰერის პეკხემსკი (ინგ. Lord Harris of Peckham)
0,07 % — კენ ფრეირი (ინგ. Ken Friar)
0,06 % — სერ ჩიფს კესვიკი (ინგ. Sir Chips Keswick)
17,09 % — სხვა
ტიტულები [რედაქტირება]
ინგლისი [რედაქტირება]
საფეხბურთო ლიგა/პრემიერ ლიგა
გამარჯვებული (13): 1930–31, 1932–33, 1933–34, 1934–35, 1937–38, 1947–48, 1952–53, 1970–71, 1988–89, 1990–91, 1997–98, 2001–02, 2003–04
ვიცე-ჩემპიონი (8): 1925–26, 1931–32, 1972–73, 1998–99, 1999–2000, 2000–01, 2002–03, 2004–05
ინგლისის ასოციაციის თასი
გამარჯვებული (10): 1929–30, 1935–36, 1949–50, 1970–71, 1978–79, 1992–93, 1997–98, 2001–02, 2002–03, 2004–05
ფინალისტი (7): 1926–27, 1931–32, 1951–52, 1971–72, 1977–78, 1979–80, 2000–01
ინგლისის ლიგის თასი
გამარჯვებული (2): 1986–87, 1992–93
ფინალისტი (4): 1967–68, 1968–69, 1987–88, 2006–07
ინგლისის სუპერ თასი
გამარჯვებული (12): 1930, 1931, 1933, 1934, 1938, 1948, 1953, 1991, 1998, 1999, 2002, 2004
ფინალისტი (7): 1935, 1936, 1979, 1989, 1993, 2003, 2005
ევროპა [რედაქტირება]
უეფა-ს ჩემპიონთა ლიგა
ფინალისტი (1): 2005-06
თასების თასი
გამარჯვებული (1): 1993–94
ფინალისტი (2): 1979-80, 1994-95
უეფა-ს თასი
ფინალისტი (1): 1999-00
ბაზრობათა თასი
გამარჯვებული (1): 1969-70
უეფა-ს სუპერ თასი
ფინალისტი (1): 1994


კატეგორია: კლუბების ისტორიები | ნანახია: 523 | დაამატა: Acm | რეიტინგი: 5.0/1