მთავარი » 2012 » თებერვალი » 19 » არსენ ვენგერი: ლონდონის "არსენალს" ძალიან რთული კალენდარი აქვს
3:58 PM
არსენ ვენგერი: ლონდონის "არსენალს" ძალიან რთული კალენდარი აქვს

არსენ ვენგერი: ლონდონის "არსენალს" ძალიან რთული კალენდარი აქვს

ლონდონის "არსენალის" მთავარმა მწვრთნელმა არსენ ვენგერმა "სანდერლენდთან" (0:2) ინგლისის თასის 1/8 ფინალური მატჩის შემდეგ რთული კალენდრის გამო დაიჩივლა.

"ძალიან რთული მატჩი იყო. ჩემმა ფეხბურთელებმა რაც კი შეეძლოთ მთელი ძალა ჩადეს თამაშში. აღვნიშნავ, რომ "არსენალს" ძალიან რთული კალენდარი აქვს. ჯერ ჩემპიონთა ლიგაში სტუმრად ვითამაშეთ, ახლა ინგლისის თასზე გასვლაზე თამაში მოგვიხდა. ამასთან, თამაშები ძალიან რთულ მდომარეობაში მყოფ მინდვრებზე მოგვიწია.

"სანდერლენდთან" შეხვედრაში არ გაგვიმართლა. ჯერ ჰოვარდ ვებმა მეტოქის კარში ასპროცენტიანი პენალტი არ დანიშნა, შემდეგ კი "სანდერლენდმა" ჩვენს კარში პირველივე დარტყმით გოლი გაიტანა.

თამაშის გადარჩენა ვცადეთ, ამისთვის ყველაფერი გავიღეთ, მაგრამ შედეგად კონტრშეტევაზე მეორე გოლი გავუშვით. ბურთის ფლობა ჩვენს მხარეს იყო, მაგრამ ბევრი სახიფათო მომენტის შექმნა ვერ მოვახერხეთ - "სანდერლენდმა" დაცვაში კარგად ითამაშა", - თქვა ვენგერმა თამაშის შემდეგ.

კატეგორია: სპორტული ინფორმაციები | ნანახია: 478 | დაამატა: Acm | რეიტინგი: 5.0/1