მთავარი » 2012 » თებერვალი » 10 » არსენ ვენგერი: კაპიტანს მწვრთნელი ირჩევს
11:08 PM
არსენ ვენგერი: კაპიტანს მწვრთნელი ირჩევს

არსენ ვენგერი: კაპიტანს მწვრთნელი ირჩევს

ლონდონის "არსენალის" თავკაცმა არსენ ვენგერმა ინგლისის ნაკრების დატოვების შესახებ ფაბიო კაპელოს გადაწყვეტილებაზე ისაუბრა.

"როდესაც საფეხბურთო ასოციაციამ ჯონ ტერისთვის კაპიტნობის ჩამორთმევის ვერდიქტი გამოიტანა, მაშინვე ვთქვი, რომ ასეთ საკითხებს მთავარი მწვრთნელი წყვეტს. ის ირჩევს გუნდს, ესე იგი კაპიტანიც მან უნდა აირჩიოს.

გულწრფელად რომ გითხრათ, მოვლენების ასეთ განვითარებას არ ველოდი. ვფიქრობ, ურთიერთობაში დაძაბულობა ადრეც არსებობდა, ბოლო მოვლენები კი ერთერთი მხარის მოთმინების ფიალაში ბოლო წვეთი აღმოჩნდა.

იმედგაცრუებული ვარ, რომ კაპელომ გუნდი მნიშვნელოვანი ტურნირის დაწყებამდე ოთხი თვით ადრე დატოვა. ეს ინგლისელებისთვის დიდი დარტყმაა, მაგრამ მე მას მხარს ვუჭერ", - განაცხადა ვენგერმა.

კატეგორია: სპორტული ინფორმაციები | ნანახია: 508 | დაამატა: Acm | რეიტინგი: 5.0/1