მთავარი » 2012 » თებერვალი » 6 » აფრიკის თასი. მეოთხედფინალები: ჩისამბა ლუნგუ ნახევარფინალშია
8:58 PM
აფრიკის თასი. მეოთხედფინალები: ჩისამბა ლუნგუ ნახევარფინალშია

"ლელოს" ჰქონდა ასეთი სათაური: "ჩისამბა ლუნგუ ზუგდიდშია". მაშინ ვიუწყებოდით, რომ "ბაიას" რიგებში ახალგაზრდა, პერსპექტიული ზამბიელი შემტევი ნახევარმცველი გამოჩნდა.

მართლაც, ლუნგუ კარგად მოერგო სამეგრელოს და "ბაიას" ლიდერიც გახდა. მან საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებშიც ითამაშა, ოღონდ, არაოფიციალურ თამაშებში. საბოლოოდ, ლუნგუმ გადაწყვიტა, სამშობლოს გამოდგომოდა და ახლა 21 წლის ზამბიელი ნაკრებთან ერთად აფრიკის ერთა თასის ნახევარფინალში გავიდა, ეს ზამბიის პირველი ნახევარფინალია 16-წლიანი პაუზის შემდეგ.

ზამბიის ნაკრებმა უპრობლემოდ დაამარცხა სუდანი (3:0), რაშიც წვლილი "ჩვენებურსაც" მიუძღვის. 34-ე წუთზე მან დაუმუშავებლად დაარტყა სუდანელთა კარში, მაგრამ მეკარე სალიმმა იყოჩაღა. მანამდე სტოფილა სუნზუმ გახსნა ანგარიში. მეორე ტაიმში, როცა ლუნგუ მოედანზე აღარ იყო, სამხრეთაფრიკელთაგან თავი კრისტოფერ კატონგომ და ჯეიმს ჩამანგამ გამოიჩინეს.

შაბათის მეორე შეხვედრაში კოტდივუარელებს არ გასჭირვებიათ მასპინძლების, ეკვატორული გვინეელების დამარცხება - 3:0. ამ მატჩის გმირი "ჩელსის" ფორვარდი დიდიე დროგბა იყო, ვეტერანმა ფავორიტთა პირველი ორი გოლი გაიტანა. "სპილოების" მესამე გოლი იაია ტურეს ანგარიშზეა.

სამწუხაროდ, კიდევ ერთი "ჩვენებური", თბილისის "დინამოს" ექს-გოლკიპერი დიდიე ოვონო გამოეთიშა გათამაშებას. გაბონისა და მალის შეხვედრის ძირითადი და დამატებითი დრო 1:1 მორჩა. პენალტების სერიაში კი მალელებმა ყველა გაიტანეს, ხოლო გაბონელებმა ერთი გააცუდეს. პენალტი პიერ-ემერიკ აუბამეიანგმა ააცილა - მალი ნახევარფინალშია - 5:6.

განისა და ტუნისის ნაკრებთა მატჩის ბედი დამატებით დროში გადაწყდა, როცა დედე აიუმ გამარჯვების გოლი გაიტანა - 2:1.

აფრიკის ერთა თასი. მეოთხედფინალები
ზამბია-სუდანი 3:0
გოლები: 1:0 სუნზუ (15), 2:0 კატონგო (66), 3:0 ჩამანგა (86)
გაძევება: საიფ ელდინი (65. სუდანი)
შენიშვნაL: ჩისამბა ლუნგუ (ზამბია) 56-ე წუთზე შეცვალეს

კოტ დივუარი-ეკვ. გვინეა 3:0
კოტ დივუარი: კოპა - გოსო, ბამბა, კ. ტურე, ბოკა - კულიბალი (87. ებუე), ზოკორა (77. ბონი), ი. ტურე - გრადელი (85. კალუ), დროგბა, ჟერვინიო.
გოლები: 1:0 დროგბა (36), 2:0 დროგბა (69), 3:0 ი. ტურე (81)

გაბონი-მალი 5:6 (1:1 ძირ. დრო, 4:5 პენალტები)
გოლები: 1:0 მულუნგუი (55), 1:1 დიაბატე (84)
შენიშვნა: დიდიე ოვონომ (გაბონი) შეუცვლელად ითამაშა

განა-ტუნისი 2:1 (1:1 ძირ. დრო)
განა: კვარასეი - ინკოომი, ბოიე, მენსა (53. ვორსა), ალჰასანი - დ. აიუ, აგიემანგ-ბადუ, ანანი, მუნტარი (64. სტევანოვიჩი) - ასამოა გიანი (100. ტაგოე), ასამოა.
გოლები: 1:0 მენსა (10), 1:1 ხელიფა (42), 2:1 დ. აიუ (101)
გაძევება: აბდენური (108. ტუნისი)

ნახევარფინალები
ზამბია-განა
კოტ დივუარი-მალი

კატეგორია: სპორტული ინფორმაციები | ნანახია: 512 | დაამატა: Acm | რეიტინგი: 5.0/1