მთავარი » 2012 » იანვარი » 24 » ანტონიო დი ნატალე: ევრო 2012-ზე წასვლა ჩემთვის დიდი პატივია
6:04 PM
ანტონიო დი ნატალე: ევრო 2012-ზე წასვლა ჩემთვის დიდი პატივია


"უდინეზეს" 34 წლის თავდამსხმელმა ანტონიო დი ნატალემ იმედი გამოთქვა, რომ იტალიის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი ჩეზარე პრანდელი მას ევრო 2012-ზე წაიყვანს.

"უბრალოდ მუშაობა უნდა გავაგრძელო, ისევე როგორც ახლა ვმუშაობ. ევროპის ჩემპიონატზე თამაში ჩემთვის დიდი პატივი იქნება", - აღნიშნა ფორვარდმა.

ანტონიო კასანოს და ჯუზეპე როსის ტრავმის გამო იტალიის ბოლო ორი ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირმა "სკუადრა აძურაში" მიწვევა უკვე მიიღო.

კატეგორია: სპორტული ინფორმაციები | ნანახია: 538 | დაამატა: Acm | რეიტინგი: 5.0/1