მთავარი » 2012 » იანვარი » 18 » ანრი ბოდიშს იხდის
11:51 PM
ანრი ბოდიშს იხდის

21-ე ტურში "სუონსისთან" მარცხის შემდეგ "არსენალის" ფრანგ ვარსკვლავს, 34 წლის ტიერი ანრის მცირე ინციდენტი შეემთხვა საკუთარი გუნდის გულშემატკივართან.

აი, როგორ იხსენებს ის ამ ეპიზოდს: "შეხვედრის დასრულების შემდეგ ჩემს იმედგაცრუებას საზღვარი არ ჰქონდა. მე მოვუწოდე თანაგუნდელებს მივსულიყავით ჩვენი ფანების სექტორთან და მათთვის მხარდაჭერის გამო მადლობა გვეთქვა. როცა ტრიბუნებს მივუახლოვდი, გავიგონე, რომ ერთ-ერთი მათგანი გუნდს ურცხვად ლანძღავდა.

მხოლოდ ის შევეცადე, ამეხსნა, რომ ასეთ მძიმე მომენტში ჩვენ მისგან მხოლოდ გამხნევებას ველოდით და არა შეურაცხყოფას. როგორც ჩანს, ჩემი სიტყვები და მიმართვის ტონი არ იყო სათანადოდ შერჩეული.

ვაღიარებ, სათქმელი შემეძლო უფრო თავშეკავებულად გადმომეცა. ისღა დამრჩენია, არანორმატიული ლექსიკის გამო, კონკრეტულ გულშემატკივარს, თუ მას საერთოდ შეიძლება ეწოდოს გულშემატკივარი, ბოდიში მოვუხადო. მე ნამდვილად არ მქონია განზრახვა მისთვის ან მის გარშემომყოფთათვის ვნება მიმეყენებინა".

კატეგორია: სპორტული ინფორმაციები | ნანახია: 481 | დაამატა: Acm | რეიტინგი: 5.0/1