მთავარი » 2012 » აპრილი » 18 » ანდრეს ინიესტა: ლონდონის "ჩელსისთან" მატჩი მიმდინარე სეზონში ურთულესი იქნება
10:09 PM
ანდრეს ინიესტა: ლონდონის "ჩელსისთან" მატჩი მიმდინარე სეზონში ურთულესი იქნება

ანდრეს ინიესტა: ლონდონის "ჩელსისთან" მატჩი მიმდინარე სეზონში ურთულესი იქნება

"ბარსელონას" ნახევარმცველმა ანდრეს ინიესტამ "ჩელსისთან" 18 აპრილს გასამართი ჩემპიონთა ლიგის პირველი ნახევარფინალური მატჩის მოლოდინზე ისაუბრა.

"ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში შეცდომის უფლება არ გვაქვს. მხოლოდ გამარჯვებაზე უნდა ვიფიქროთ, მოედანზე მოსაგებად განწყობილნი უნდა გამოვიდეთ.

ოთხშაბათს მიმდინარე სეზონის ერთ-ერთი ურთულესი მატჩი გველის.

"ჩელსისთან" დაპირისპირება ჩვენთვის ყოველთვის რთული იყო. წინა დაპირისპირებასთან შედარებით, როდესაც ჩემმა გოლმა "ბარსელონა" ფინალში გაიყვანა, ლონდონელებმა ძალიან მოუმატეს. მათ ფერნანდო ტორესი და ხუან მატა შეიძინეს.

"ჩელსის" საკუთარ მოედანზე ნებისმიერი მეტოქის დამარცხება შეუძლია", - თქვა ინიესტამ.


კატეგორია: სპორტული ინფორმაციები | ნანახია: 881 | დაამატა: Acm | რეიტინგი: 5.0/1