მთავარი » 2012 » თებერვალი » 15 » ანდრე ვილაშ-ბოაში ნაღმზე - მწვრთნელის ბედი "ბირმინგემთან" და "ნაპოლისთან" მატჩებში გადაწყდება
9:56 PM
ანდრე ვილაშ-ბოაში ნაღმზე - მწვრთნელის ბედი "ბირმინგემთან" და "ნაპოლისთან" მატჩებში გადაწყდება

ანდრე ვილაშ-ბოაში ნაღმზე - მწვრთნელის ბედი "ბირმინგემთან" და "ნაპოლისთან" მატჩებში გადაწყდება
ლონდონის "ჩელსის" მფლობელ რომან აბრამოვიჩს "მანჩესტერ იუნაიტედთან" ქარს გატანებული სამბურთიანი უპირატესობის შემდეგ მოთმინების ფიალა ამოეწურა. 

რუსმა ოლიგარქმა ამ მატჩის შემდეგ კლუბის ვარჯიშებზე დასწრება გადაწყვიტა და მართლაც, 5-6 დღის განმავლობაში მწვრთნელ-ფეხბურთელებს თავზე ედგა. 

ვილაშ-ბოაშს ახლა ორი რთული მატჩი ელის ასოციაციის თასზე "ბირმინგემთან" და ჩემპიონთა ლიგაში "ნაპოლისთან", რომელთა ჩატარება კაპიტან ჯონ ტერის გარეშე მოუწევს.

თუ ამ შეხვედრებში "ჩელსი" დამაკმაყოფილებელ შედეგებს ვერ მიაღწევს, პორტუგალიელ სპეციალისტს გუნდიდან გათავისუფლება ემუქრება.
კატეგორია: სპორტული ინფორმაციები | ნანახია: 498 | დაამატა: Acm | რეიტინგი: 5.0/1