მთავარი » 2012 » თებერვალი » 23 » ანდრე აიუ: "მილანში რთული მატჩი გველის"
10:15 PM
ანდრე აიუ: "მილანში რთული მატჩი გველის"

ანდრე აიუ: "მილანში რთული მატჩი გველის"

მარსელის განელმა თავდამსხმელმა და გუშინდელი შეხვედრის გოლის ავტორმა, ანდრე აიუმ, საპასუხო მატჩზე ისაბურა, რომელსაც ფრანგები მილანში გამართავენ.

"ვფიქრობ, რომ ჩვენ ინტერთან ღირსეული თამაში ვაჩვენეთ. ჩვენ გამარჯვებისთვის მთელი გუნდი ვიბრძოდით, თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანი საპასუხო მატჩი გველის მილანში. იტალიაში ძალიან რთული მატჩი გველოდება." - განაცხადა განელმა ფორვარდმა.

"ინტერი ჩამოვიდა მარსელში და დიდი პრობლემები შეგვიქმნა. მათ ჰყავთ ძალიან ჭკვიანი გუნდი, და ჩვენზე გაცილებით მეტი გამოცდილება აქვთ, მაგრამ ჩვენ მილანში საბრძოლველად ჩავალთ. გულშემატკივრებისგან ძალიან დიდი მხარდაჭერა ვიგრძენით, ეს ყოვილივე ჩვენ დაგვეხმარა, შედეგად გამარჯვებაც მოვახერხეთ."

კატეგორია: სპორტული ინფორმაციები | ნანახია: 514 | დაამატა: Acm | რეიტინგი: 5.0/1