მთავარი » 2012 » თებერვალი » 25 » ალესანდრო მატრი: "მილანი" ფავორიტია
0:01 AM
ალესანდრო მატრი: "მილანი" ფავორიტია

ალესანდრო მატრი: "მილანი" ფავორიტია

"იუვენტუსის" ფორვარდი ალესანდრო მატრი "მილანთან" შეხვედრაში ფავორიტად "როსონერის" მიიჩნევს.

"დიახ, ნამდვილად ვფიქრობ, რომ "მილანი" ფავორიტია. რა არის აქ უცნაური? თუმცა ეს სულაც არ ნიშნავს, რომ ხელებს ჩამოვყრით და დაცვაში ჩავჯდებით. პირიქით, პირველივე წუთიდან შევუტევთ.

ახლა "იუვენტუსი" ბევრად უფრო თავდაჯერებულია, ვიდრე ჩემპიონატის დასაწყისში იყო.

ვიქნები თუ არა სასტარტო შემადგენლობაში? არ ვიცი. შესაძლოა, ჩემს ნაცვლად მოედანზე მარკო ბორიელო გამოჩნდეს. ნებისმიერ შემთხვევაში, ეს მხოლოდ თამაშის დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე გახდება ცნობილი", - თქვა ალესანდრო მატრიმ.
კატეგორია: სპორტული ინფორმაციები | ნანახია: 489 | დაამატა: Acm | რეიტინგი: 5.0/1