მთავარი » 2012 » თებერვალი » 24 » ალექსის სანჩესი: ლიონელ მესისგან ბევრი ვისწავლე
11:52 PM
ალექსის სანჩესი: ლიონელ მესისგან ბევრი ვისწავლე

ალექსის სანჩესი: ლიონელ მესისგან ბევრი ვისწავლე

კატალონიის "ბარსელონას" თავდამსხმელმა ალექსის სანჩესმა გუნდის წევრების მხრიდან მასზე გავლენის შესახებ ისაუბრა.

"ბევრი რამ ვისწავლე ლიონელ მესისგან და ასევე სხვა თანაგუნდელებისგან. მესიმ გამიჩინა სურვილი ყოველ წუთს ვითამაშო და თამაშში მუდამ ჩართული ვიყო.

მაქსიმუმისთვის ჯერ არ მიმიღწევია, უკეთესადაც შემიძლია თამაში. "ვალენსიას" "განადგურების" დროს არ მინდოდა, რომ მატჩი დასრულებულიყო.

ამ ყველაფერს გემო სულ ახლახან გავუსინჯე. განვითარება და საკუთარი თამაშის გაუმჯობესება მჭირდება", - განაცხადა სანჩესმა.

კატეგორია: სპორტული ინფორმაციები | ნანახია: 507 | დაამატა: Acm | რეიტინგი: 5.0/1