მთავარი » 2012 » თებერვალი » 14 » ალექს ფერგიუსონი: "ბარსელონა" ევროპის საუკეთესო გუნდად რჩება
11:05 PM
ალექს ფერგიუსონი: "ბარსელონა" ევროპის საუკეთესო გუნდად რჩება

ალექს ფერგიუსონი: "ბარსელონა" ევროპის საუკეთესო გუნდად რჩება

"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარმა მწვრთნელმა ალექს ფერგიუსონმა ევროპულ ფეხბურთში "ბარსელონას" ჰეგემონია კიდევ ერთხელ აღნიშნა.

შოტლანდიელმა სპეციალისტმა აზრი არ შეიცვალა, მიუხედავად იმისა, რომ კატალონიელები მადრიდის "რეალს" ესპანეთის ჩემპიონატში 10 ქულით ჩამორჩებიან.

"ვფიქრობ, რომ "ბარსა" ევროპის საუკეთესო კლუბად რჩება. მიუხედავად იმისა, რომ მადრიდელები დისტანციას ამცირებენ. ამაზე ლა ლიგაში მათი ლიდერობა მეტყველებს. მალე ისინი კატალონიელებს გაუთანაბრდებიან, მაგრამ ახლა "ბარსელონა" ისე თამაშობს, როგორც არავინ.

როცა ჩავი, მესი და ინიესტა შესაბამის ფორმაში იმყოფებიან, მათი შეჩერება შეუძლებელია", - განაცხადა ფერგიუსონმა.

კატეგორია: სპორტული ინფორმაციები | ნანახია: 550 | დაამატა: Acm | რეიტინგი: 5.0/1