მთავარი » 2012 » იანვარი » 30 » აგენტი: ზლატან იბრაჰიმოვიჩის ფასი 150 მილიონი ევროა
10:17 PM
აგენტი: ზლატან იბრაჰიმოვიჩის ფასი 150 მილიონი ევროა

ზლატან იბრაჰიმოვიჩის აგენტის თქმით, "მილანის" შვედი თავდამსხმელი 150 მილიონი ევრო ღირს.

"ეს მე არ მომიგონებია, ასე მიიჩნევს სილვიო ბერლუსკონი. მაგრამ მეც სრულიად მზად ვარ, ამ ციფრს ხელი მოვაწერო.

მის შესახებ შემოთავაზებებს რეგულარულად ვიღებ, ამიტომ არ შემიძლია დარწმუნებით განვაცხადო, რომ ის კარიერას "მილანში" დაასრულებს. თუმცა მეჩვენება, რომ ის ამას სიხარულით გააკეთებდა", - განაცხადა იბრაჰიმოვიჩის წარმოამდგენელმა.

კატეგორია: სპორტული ინფორმაციები | ნანახია: 461 | დაამატა: Acm | რეიტინგი: 5.0/1