მთავარი » 2012 » თებერვალი » 24 » ადრიანო გალიანის რობინ ვან პერსი წამოცდა
11:59 PM
ადრიანო გალიანის რობინ ვან პერსი წამოცდა

ადრიანო გალიანის რობინ ვან პერსი წამოცდა

"მილანმა" რომ "არსელანს" გადაურბინა და ფაქტობრივად გაინაღდა ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში ასპარეზობის უფლება, ძველი ამბავია... თამამად შეიძლება ითქვას, რომ ინგლისურმა გუნდმა მთლიანად ჩააგდო შეხვედრა და უშანსოდ წააგო... ერთადერთი ფეხბურთელი, ვინც "არსენალის" რიგებიდან გამოირჩეოდა, რობინ ვან პერსი გახლდათ.

28 წლის ჰოლანდიელი შემტევი ორჯერ დაემუქრა მასპინძელთა კარს და რომ არა კრისტიან აბიატის ფენომენალური თამაში, დღეს "არსენალი" ბევრად უკეთეს მდგომარეობაში იქნებოდა. ეს ამბავი კი იმად გავიხსენეთ, რომ იტალიურ პრესასთან საუბარში ადრიანო გალიანიმ საკმაოდ საინტერესო კომენტარი გააკეთა - მოვუსმინოთ "მილანის" ვიცე-პრეზიდენტს:

"რას ვაპირებთ ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში? - რა დროს ზაფხულია, სეზონის დასკვნითი ნაწილი წინ გველის და ჯერ ტრანსფერებზე ნამდვილად არ ვფიქრობ. შესაბამისად, ვერც იმ ფეხბურთელებს დავასახელებ, ვის გადაბირებასაც ვისურვებდი.

ერთადერრთი, ვინც ამ წუთას თავში მომდის, ეს რობინ ვან პერსია, რომელმაც ჩვენს წინააღმდეგ შესანიშნავად იასპარეზა. კარგად ვაკვირდებოდი, მთელს მოედანზე მოძრაობდა, ერთი წუთითაც არ გაჩერებული და ორჯერ, კინაღამ გოლიც გაგვიტანა.

მოკლედ, ვან პერსიზე არ ვიტყოდი უარს, თუმცა ეს ჩემი უბრალო სურვილი იყო - კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ტრანსფერებზე ფიქრი ჯერ ძალიან ადრეა".

ეს ამბავი უმალ აიტაცეს იტალიელმა ჟურნალისტებმა და თავად ვან პერსისთან სცადეს დაკავშირება, თუმცა ჯერჯერობით მასთან დალაპარაკება ვერ მოხერხდა.

სამაგიეროდ, რობინის თანამემამულემ, მარკ ვან ბომელმა გააკეთა კომენტარი, რომელიც "მილანის" ღირსებას იცავს და თურმე ძალიან უნდა ვან პერსიმ შავ-წითელი ფორმა მოირგოს:

"ვერ გეტყვით რამდენად სერიოზულად ფიქრობენ "მილანის" მესვეურები ვან პერსის ტრანსფერზე, მაგრამ თუ ეს საქმე გამოვიდა, ჩვენს ბედს ძაღლი არ დაჰყეფს. რობინი ბრწყინვალე ფეხბურთელია, ყველა ის თვისება აქვს, რომელიც უმაღლესი კლასის თავდამსხმელს სჭირდება და დარწმუნებული ვარ, რომ "მილანს" საგრძნობლად გააძლიერებს. ამის შესახებ აუცილებლად დაველაპარაკები მას და გავარკვევ, რამდენად რეალურია გავრცელებული ცნობები".

კატეგორია: სპორტული ინფორმაციები | ნანახია: 550 | დაამატა: Acm | რეიტინგი: 5.0/1