მთავარი » 2012 » იანვარი » 11 » აბიატი წარსულს იხსენებს
11:26 PM
აბიატი წარსულს იხსენებს

მილანური დერბის წინ "მილანის" მეკარემ კრისტიან აბიატიმ წარსული გაიხსენა.

"ერთ-ერთი ყველაზე დაძაბული დერბი, რომელშიც მონაწილეობა მივიღე 1999 წელს იყო, რომელიც 2:2 დასრულდა.

ყველაზე დაუვიწყარი კი რა თქმა უნდა, ჩემპიონთა ლიგის 2003 წლის ნახევარფინალი იყო. სეივი, რომელიც მოჰამედ კალონის დარტყმის შემდეგ განვახორციელე, ჩემს კარიერაში უმნიშვნელოვანესია".

შეგახსენებთ, რომ გასვლით შეხვედრაში ნათამაშები ფრის (1:1) შემდეგ "მილანი" ჩემპიონთა ლიგის ფინალში გავიდა, სადაც პენალტების სერიაში "იუვენტუსი" დაამარცხა.



კატეგორია: სპორტული ინფორმაციები | ნანახია: 491 | დაამატა: Acm | რეიტინგი: 5.0/1