მთავარი »
2012 »
იანვარი »
27 » ჟოზე მოურინიო არბიტრს - თქვენ იმათ "ჟიმავთ", ვინც მართლა მუშაობს
11:53 PM ჟოზე მოურინიო არბიტრს - თქვენ იმათ "ჟიმავთ", ვინც მართლა მუშაობს |
მადრიდის "რეალის" მთავარი მწვრთნელის ჟოზე მოურინიოს ოფიციალურმა წარმომადგენელმა ელადიო პარამესმა პორტუგალიელ სპეციალისტსა და "ბარსელონა"-"რეალის" (2:2) მატჩის არბიტრ ფერნანდო ტეიშეიროს შორის მომხდარი ინციდენტის დეტალებზე ისაუბრა.
პარამესის თქმით, მოურინიომ სხვა რაღაცეებიც უთხრა ტეიშეიროს, რაც გაზეთში არ გამოქვეყნდა.
"მან არბიტს უთხრა: თქვენ იმათ "ჟიმავთ", ვინც მართლა მუშაობს. ადრეც ვიძახდი, თუ "ბარსელონა" მეტოქეზე უკეთ თამაშობს, ის იმარჯვებს, მაგრამ, როცა მეტოქე თამაშობს კატალონიელებზე უკეთ, მაშინ არბიტრი ყველაფერს აკეთებს, რომ "ბარსელონამ" მოიგოს" - განაცხადა პარამესმა AS-თან საუბარში.
შეგახსენებთ, რომ ფერნანდო ტეიშეირომ მატჩის განმავლობაში "ბარსელონას" კარში, ხელით თამაშის გამო, პენალტი არ დანიშნა, სერხიო რამოსის გოლი არ ჩათვალა და "რეალის" მცველი მოედნიდან გააძევა.
|
კატეგორია: სპორტული ინფორმაციები |
ნანახია: 488 |
დაამატა: Acm
| რეიტინგი: 5.0/1 |