მთავარი » 2012 » მარტი » 22 » ტიაგო სილვა და ზლატან იბრაჰიმოვიჩი "რომასთან" სათამაშოდ მზად არიან
8:42 PM
ტიაგო სილვა და ზლატან იბრაჰიმოვიჩი "რომასთან" სათამაშოდ მზად არიან

ტიაგო სილვა და ზლატან იბრაჰიმოვიჩი "რომასთან" სათამაშოდ მზად არიან

მცველი ტიაგო სილვა და ფორვარდი ზლატან იბრაჰიმოვიჩი "მილანის" უახლოეს მატჩში "რომას" წინააღმდეგ ითამაშებენ.

შვედი ფორვარდი იძულებული იყო, ტურინის "იუვენტუსთან" სათასო შეხვედრაში მოედანი დაეტოვებინა. ის ზურგმა შეაწუხა. ექიმები კი ეჭვობდნენ, რომ ზლატანი "ჯალოროსის" წინააღმდეგ თამაშს ვერ შეძლებდა.

ტურინელებთან მატჩში ტიაგო სილვაც დაშავდა, თუმცა მისი ტრავმა, ისევე, როგორც იბრაჰიმოვიჩის, სერიოზული არ აღმოჩნდა და 24 მარტს სათამაშოდ ისიც მზად იქნება.

ასევე, "რომასთან" თამაშის განაცხადში ტრავმების შემდეგ მომჯობინებული ალესანდრო ნესტა, კევინ პრინს ბოატენგი და ალექსანდრ მერკელიც იქნებიან.

კატეგორია: სპორტული ინფორმაციები | ნანახია: 624 | დაამატა: Acm | რეიტინგი: 5.0/1