მთავარი » 2012 » მარტი » 22 » ფიფა ფეხბურთელებს დააზღვევს
8:45 PM
ფიფა ფეხბურთელებს დააზღვევს

ფიფა ფეხბურთელებს დააზღვევს

ფიფას პრეზიდენტმა ზეპ ბლატერმა განაცხადა, რომ ფიფა საერთაშორისო მატჩებში მონაწილე ფეხბურთელებს დააზღვევს.

დაზღვევის პროცედურა მიმდინარე წელს დაიწყება, მას შემდეგ, რაც ამ ინიციატივას ფიფას წევრები დაამტკიცებენ.

ფიფა მაგალითს უეფასგან აიღებს, რომელმაც დაზღვევის პროცედურის დაწყების შესახებ იანვარში განაცხადა.

აღნიშნული ინიციატივა, პირველ რიგში, წამყვან ევროპულ კლუბებს გაახარებთ.

ევროპის კლუბების ასოციაციამ ამ საკითხს ლობირება არიენ რობენის ტრავმის შემდეგ გაუკეთა. შეგახსენებთ, რომ 2010 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე მიღებული ტრავმის შემდეგ ჰოლანდიელს 6 თვე არ უთამაშია.

კატეგორია: სპორტული ინფორმაციები | ნანახია: 579 | დაამატა: Acm | რეიტინგი: 5.0/1