8:47 PM "მფრინავი ჰოლანდიელი", იგივე "შავი პანტერა" | |
კლარენს კლაიდ ზეედორფი 1976 წლის 1 აპრილს დაიბადა პარამარიბოში, სურინამში, ქვეყანაში, რომელმაც ჰოლანდიის ნაკრებს მრავალი ნიჭიერი ფეხბურთელი აჩუქა, მათ შორის არიან ისეთი ვარსკვლევები, როგორებიც იყვნენ: ედგარ დავიდსი, არონ ვინტერი, რუუდ გულიტი, ფრანკ რაიკაარდი, პატრიკ კლუივერტი და მრავალი სხვა... როდესაც ზეედორფი 3 წლის გახდა, მისმა მშობლებმა დატოვეს სურინამი და საცხოვრებლად ჰოლანდიაში გადაბარგდნენ. სწორედ აქ დაიწყო კლარენსმა ფეხბურთის თამაში და მალევე მიიპყრო მწვრთნელების ყურადღება, რასაც ზეედორფმა განსაკუთრებული ნიჭისა და შრომის წყალობით მიაღწია. ზეედორფი, ისევე როგორც ამ ქვეყანაში მცხოვრები მრავალი ბავშვი, პირველად ამსტერდამის "აიაქსის" რიგებში ჩაირიცხა, რომლის მთავარი გუნდის რიგებშიც დებიუტი 16 წლის ასაკში ჰქონდა. თუმცა, როგორც შემდეგ აღმოჩნდა მას პატარაობისას ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები ჰქონია, რის გამოც ექიმებს კატეგორიულად აუკრძალავთ მისთვის სპორტზე სიარული, რამაც შემდეგ იჩინა თავი და ფეხბურთის თამაშისას ის შეუძლოდ გახდა. მიუხედავად ამისა, კლარენსმა თავისი მიზანდასახულობისა და რწმენის დახმარებით შეძლო და დაავადება დაამარცხა, რის შემდეგაც კვლავ განაგრძო საფეხბურთო კარიერა ჰოლანდიურ გრანდში. მალე მან "აიაქსის" შემადგენლობაში ფეხი მყარად მოიკიდა და გუნდის ლიდერადაც იქცა. სწორედ ეს დრო ითვლება "ოქროს ხანად" ამსტერდამული კლუბისთვის, რომელშიც მაშინ ისეთი ლეგენდები თამაშობდნენ, როგორებიც იყვნენ ედგარ დავიდსი, პატრიკ კლიუვერტი, ედვინ ვან დერ საარი, მარკ ოვერმარსი და მრავალი სხვა. კლარენსმა ჩინებული თამაშით მოახერხა და 1993–1994 წლებში ზეედორფი ზედიზედ ორჯერ დაასახელეს ჰოლანდიის ჩემპიონატის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელად. 1995 წელი, წარმატებული გამოდგა "აიაქსისთვის". ამ სეზონში კლუბმა მოიგო ჰოლანდიის ჩემპიონატი და ჩემპიონთა ლიგის თასი, შემდეგ წელს კი კვლავ გავიდა ევროპის ყველაზე პრესტიჟული ჩემპიონატის ფინალში, თუმცა ამჯერად ტურინის "იუვენტუსთან" დამარცხდა და მეორე ადგილს დასჯერდა. ამ დროს კი უკვე ზეედორფი "აიაქსში" აღარ ირიცხებოდა, რადგან 1995 წელს სეზონის დამთავრების შემდეგ "შავმა პანტერამ" იტალიურ კლუბ, "სამპდორიასთან" გააფორმა კონტრაქტი. გენუური კლუბის შემადგენლობაში, ჰოლანდიელ ნახევარმცველს კლუბთან ერთად განსაკუთრებული წარმატებისთვის არ მიუღწევია, თუმცა ჩინებული თამაშით ისეთი გრანდის ყურადღება მიიქცია, როგორიცაა მადრიდის "რეალი", რომელმაც 1996 წელს, შემტევი ნახევარმცველი 8.6 მილიონი დოლარის სანაცვლოდ გადაიბირა. მადრიდში, ზეედორფი მალევე გახდა გუნდის ერთ–ერთი გამოკვეთილი ლიდერი და ორი წლის შემდეგ მეორედ დაეუფლა ჩემპიონთა ლიგის თასს, ოღონდ ამჯერად უკვე ესპანური გრანდის შემადგენლობაში. ესპანეთის ჩემპიონატში ასპარეზობისას კლარენსი ასევე დაეუფლა ქვეყნის ჩემპიონატის, პრიმერა დივიზიონის თასს და ესპანეთის სუპერ თასს. 2000 წელს, მადრიდულმა კლუბმა განახორციელა იმ დროისთვის ყველაზე ხმაურიანი ტრანსფერი, რომელიც ძალიან ძვირ სიამოვნებად დაუჯდათ. მათ, მოსისხლე მტრის ბანაკიდან გადაიბირეს ფულს დახარბებული კატალონიური "ბარსელონას" მაშინდელი კაპიტანი, ლუიშ ფიგუ(ვერ ვიტან ამ ფეხბურთელს, 3–ჯერ ფუი ეშმაკს :D). ამ ტრანსფერის განხორციელების შემდეგ, მადრიდული კლუბის ბიუჯეტი საგრძნობლად შემცირდა და საჭირო გახდა რამდენიმე ფეხბურთელის გაყიდვა, რათა ეს დანაკარგი აენაზღაურებინათ. ამ ფეხბურთელებს შორის მოხვდა ზეედორფიც, რომელმაც მადრიდის "რეალი" დატოვა და 24.5 მილიონი დოლარის სანაცვლოდ მილანურ კლუბში, "ინტერში" გადაბარგდა. აქ ზეედორფის კარიერა ისე ვერ აეწყო, როგორც ეს თვითონ ფეხბურთელს სურდა. მან "ინტერის" პრეზიდენტს იმედები გაუცრუა, რადგან მთავარ შემადგენლობაში ადგილის დამკვიდრებაც კი ვერ მოახერხა, თუმცა ეს მხოლოდ კლარენსის ბრალი არ ყოფილა, რადგან იმ დროისთვის მილანურ გუნდში ისეთი ფეხბურთელები თამაშობდნენ, როგორებიც იყვნენ რონალდო, ლორან ბლანი და ალვარო რეკობა, რომლებსაც ახალგაზრდა ზეედორფი კონურენციას ვერ უწევდა და "ინტერმაც" ზედიზედ ორი სეზონის განმავლობაში ვერ მოახერხა ტიტულის მოგება. 2002 წლის სატრანსფერო ფანჯრის დროს, კი ჰოლანდიელი გადაბარგდა მეორე მილანურ გრანდში, "მილანში", რომელსაც "ინტერთან" არამხოლოდ ქალაქი მილანი, არამედ "სან–სიროს" სტადიონიც აერთიანებს და ერთმანეთის დაუძინებელ მტრებად ითვლებიან. კლარენს ზეედორფი მალე გახდა იმ ფორმაციის "მილანის" ლიდერი. სწორედ "როსონერიში" თამაშისას უწოდეს მას იტალიელმა გულშემატკივრებმა, "მფრინავი ჰოლანდიელი". 2003 წელი წარმატებული გამოდგა როგორც ჰოლანდიელი ფეხბურთელისთვის, ასევე კლუბისთვისაც. "მილანმა" ამ წელს მოახერხა და მოიგო იტალიის ჩემპიონატი და ჩემპიონთა ლიგის თასი, რისი საშუალებითაც ზეედოფრი ერთადერთი ფეხბურთელი გახდა, რომელსაც ევროპის ყველაზე პრესტიჟული ჩემპიონატი სამი სხვადასხვა გუნდის შემადგენლობაში აქვს მოპოვებული. აღსანიშნავია ასევე ისიც, რომ 2003 წლის სეზონში, სწორედ ზეედორფმა ჩაატარა ყველაზე მეტი მატჩი "როსონერის" შემადგენლობაში და ძალიან დიდი წვლილი შეიტანა იმ ტრიუმფში, რასაც იტალიურმა გუნდმა იმ დროს მიაღწია. 2005 წელს, "მილანმა" კვლავ გააღწია ჩემპიონთა ლიგის ფინალში, თუმცა დრამატულ მატჩში, ინგლისურ გრანდ "ლივერპულთან" შეხვედრის მთავარი დრო, ფრედ 3–3 დაასრულა, მაგრამ პენლების სერიაში დამარცხდა და ხელიდან გაუშვა ძალიან კარგი შანსი, მეშვიდედ დაუფლებოდა ამ ტიტულს. მიუხედავად ამისა, ორი წლის შემდეგ "როსონერი" კვლავ გავიდა ლიგის ფინალში და ამჯერადაც "ლივერპულს" შეხვდა, თუმცა წინა შეხვედრისგან განსხვავებით, "მილანმა" მოახერხა და ინძაგის დუბლის წყალობით მეტოქე ანგარიშით, 2–1 დაამარცხა და ზეედორფმაც მეორედ აღმართა ლიგის თასი "შავ–წითელი" მაისურით. 2007 წელს, კი კლარენს ზეედორფმა ანდრეა პირლოსთან და ჯენარო გატუზოსთან ერთად საუკეთესო ნახევარდაცვის ხაზი შეადგინა ევროპაში. მიუხედავად იმისა, რომ კლარენს ზეედორფს ძალიან წარმატებული კლუბური კარიერა ჰქონდა, მისი კარიერა ჰოლანდიის ნაკრებში არც ისე კარგად აეწყო. 1996 წლის ევროპის ჩემპიონატზე, ჰოლანდია 1/4 ფინალიდან საფრანგეთის ნაკრებმა გამოაგდო. 1998 წლის მუნდიალზე გუს ჰიდინკის ფეხბურთელები ნახევარფინალში გავიდნენ, თუმცა შემდეგ ბრაზილიის ნაკრებთან პენლების სერიაში დამარცხდნენ და ტურნირს გამოეთიშნენ, ხოლო მესამე ადგილისთვის ბრძოლაში ხორვატიის ნაკრებზე სუსტები აღმოჩდნენ და ანგარიშით 1–2 დამარცხდნენ. ევროპის 2000 და 2004 წლების ჩემპიონატებზეც, ჰოლანიის ნაკრები ნახევარფინალებში ჩარჩა, 2000 წელს იტალიასთან დამარცხდნენ, 2004 წელს კი პორტუგალიის ნაკრებთან. შემდეგ, კი ჰოლანდიის ნაკრებს სათავეში ჩაუდგა მარკო ვან ბასტენი, რომელსაც უკვე 2006 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე და 2008 წლის ევროპის ჩემპიონატზე, ზეედორფისთვის ნაკრებში თამაშის შანსები აღარ მიუცია. სულ ზეედორფმა ჰოლანდიის ნაკრების მაისურით ჩაატარა 86 მატჩი და 11 გოლის გატანა მოახერხა. სახელი, გვარი: კლარენს კლაიდ ზეედორფი ზეედორფი ასევე ცნობილია ძლიერი შორეული დარტყმებითა და ზუსტი გადაცემებით, ასევე მას ეხერხება ჯარიმების, კუთხურების და პენლების უბადლოდ შესრულება. მე, მინდა შემოგთავაზოთ ზეედორფის ერთ–ერთი ყველაზე ლამაზი გოლი, რომელიც მან "რეალ მადრიდის" შემადგენლობაში გაიტანა. აქვე მინდა შემოგთავაზოთ კლარენს ზეედორფის სურათი, რომელიც ოჯახთან ერთად აქვს გადაღებული. ზეედორფის სულ ჰყავს ოთხი შვილი, მათგან სამი გოგოა, ხოლო ერთი ბიჭი. სამწუხაროდ მათი სახელები ვერსად ვერ მოვიპოვე, ხოლო მის მეუღლეს ლუვიანა ჰქვია და ისიც კლარენსის გვარს "ზეედორფს" ატარებს. ეხლა, კი გთავაზობთ ვიდეოს, სადაც კიდევ უფრო ახლოს გაიცნობთ კლარენს ზეედორფს. ვიდეოში ჰოლანდიელი ფეხბურთელი ინგლისურად ლაპარაკობს, ამიტომ მათთვის ვინც ინგლისური ენა არ იცის, ქვემოთ დავწერ იმას თუ რა კითხვებს სვამს ჟურნალისტი და რას პასუხობს ზეედორფი. აქვე გეტყვით იმასაც, რომ ინტერვიუ ჩაწერილია 2010 წელს, ამიტომ არ გაგიკვირდეთ მსოფლიო ჩემპიონატზე რომ ეკითხებიან... – რომელია თქვენი საყვარელი სტადიონი მსოფლიოში? | |
|