მთავარი » 2012 » მარტი » 2 » "მილანი" ზლატან იბრაჰიმოვიჩს ახალ კონტრაქტს უმზადებს
3:48 PM
"მილანი" ზლატან იბრაჰიმოვიჩს ახალ კონტრაქტს უმზადებს

"მილანი" ზლატან იბრაჰიმოვიჩს ახალ კონტრაქტს უმზადებს

"მილანის" ხელმძღვანელობა ახლო მომავალში გუნდის შვედ ფორვარდს ზლატან იბრაჰიმოვიჩს ახალ კონტრაქტს შესთავაზებს.

შვედის აგენტი მინო რაიოლა უკვე შეხვდა კლუბის გენერალურ დირექტორს არიედო ბრაიდასა და ვიცე-პრეზიდენტს ადრიანო გალიანის. შეხვედრის მიზანი ახალი კონტრაქტი იყო.

"მილანი" აპირებს ფეხბურთელი 2016 წლამდე შეინარჩუნოს. კონტრაქტის გაფორმების შემდეგ თავდამსხმელის ხელფასი გაიზრდება.

შეგახსენებთ, რომ ამჟამად ზლატან იბრაჰიმოვიჩი წელიწადში 9 მილიონ ევროს გამოიმუშავებს.

კატეგორია: სპორტული ინფორმაციები | ნანახია: 529 | დაამატა: Acm | რეიტინგი: 5.0/1