მთავარი » 2012 » მარტი » 11 » ხუან მატა: "სტემფორდ ბრიჯის" დახმარებით "ნაპოლის" გამოთიშვას შევძლებთ
10:03 PM
ხუან მატა: "სტემფორდ ბრიჯის" დახმარებით "ნაპოლის" გამოთიშვას შევძლებთ

ხუან მატა: "სტემფორდ ბრიჯის" დახმარებით "ნაპოლის" გამოთიშვას შევძლებთ

ლონდონის "ჩელსის" ნახევარმცველმა ხუან მატამ "ნაპოლისთან" ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალური მატჩის შესახებ ისაუბრა.

"ზედიზედ მეორე მოგება ძალიან მიხარია, მითუმეტეს, რომ "სტოკ სიტი" იოლ მეტოქეთაგანი არ არის. ახლა ყურადღება ოთხშაბათს გასამართ შეხვედრაზე გვაქვს გადატანილი: "ნაპოლისთან" მატჩი ჩვენთვის ფინალის ტოლფასია. "სტემფორდ ბრიჯის" მხარდაჭერით შემდეგ ეტაზე გასვლა შეგვიძლია! წინ "ჩელსი", - დაწერა ფეხბურთელმა "ტვიტერში".

შეგახსენებთ, რომ იტალიაში გამართულ პირველ შეხვედრაში "ნაპოლიმ" "ჩელსი" 3:1 დაამარცხა. შაპასუხო თამაში ინგლისში 14 მარტს გაიმართება.

კატეგორია: სპორტული ინფორმაციები | ნანახია: 488 | დაამატა: Acm | რეიტინგი: 5.0/1