მთავარი » 2012 » მარტი » 20 » ხოსეპ გვარდიოლა: ამ ჩემპიონატს მაინც ვერ მოვიგებთ
3:40 PM
ხოსეპ გვარდიოლა: ამ ჩემპიონატს მაინც ვერ მოვიგებთ

ხოსეპ გვარდიოლა: ამ ჩემპიონატს მაინც ვერ მოვიგებთ

"ბარსელონას" მთავარი მწვრთნელი ხოსეპ გვარდიოლა ესპანეთში მისი გუნდის გაჩემპიონების შანსებს კვლავ უარყოფითად აფასებს.

"ჩემი აზრი სამი დღის წინ გამოვთქვი. მას შემდეგ ის არ შეცვლილა: ისევ ვფიქრობ, რომ ამ ჩემპიონატს ვერ მოვიგებთ.

თუ გულშემატკივრები და მოთამაშეები ნამდვილად ფიქრობენ, რომ გამარჯვება ჯერ კიდევ რეალურია, ეს კარგია. ჩემმა აზრმა არავინ უნდა დააბნიოს.

ჩემპიონობისთვის 33 ქულის მოპოვება გვჭირდება და მადრიდის "რეალის" წაფორხილებებს უნდა დაველოდოთ. ილუზიებით ცხოვრება, რა თქმა უნდა, სასიამოვნოა, მაგრამ "რეალს" მაინც ძალიან ჩამოვრჩით", - განაცხადა გვარდიოლამ.

შეგახსენებთ, რომ ესპანეთის ჩემპიონატის 28-ე ტურის შემდეგ "ბარსელონას" "რეალთან" ჩამორჩენა 8 ქულამდე შემცირდა.

კატეგორია: სპორტული ინფორმაციები | ნანახია: 504 | დაამატა: Acm | რეიტინგი: 5.0/1