მთავარი » 2012 » აპრილი » 8 » ”კომედი-შოუს” ბიჭები სამუშაოდ ივანიშვილთან გადავიდნენ
12:53 PM
”კომედი-შოუს” ბიჭები სამუშაოდ ივანიშვილთან გადავიდნენ

”კომედი-შოუს” ბიჭები სამუშაოდ ივანიშვილთან გადავიდნენ

ტელეკომპანია "რუსთავი-2"-ს გასართობი შოუების მსახიობები - თემო მჟავია, ამიკო ჩოხარაძე და ლევან გოგორელიანი ბერა ივანიშვილის სტუდიაში - "ჯორჯიან დრიმ სტუდიოში" გადავიდნენ.

როგორც ბიძინა ივანიშვილის სტუდიაში დღეს მსახიობებმა აღნიშნეს, "რუსთავი-2"-დან წამოვიდნენ, რომ განვითარდნენ და უკეთესი საქმე აკეთონ.

კომენტარი გააკეთა ბერა ივანიშვილმაც. "ჩვენი ოთხეული დიდი ხანია, მეგობრობს, როგორც ადამიანურად, ისე შემოქმედებითად, ძლიერი გუნდი შევიკარით და საზოგადოება მის შედეგებს უახლოეს მომავალში იხილავს", - აღნიშნა ბერა ივანიშვილმა.

"ჯორჯიან დრიმ სტუდიო" იმუშავებს, როგორც სიმღერების ჩაწერასა და კლიპების გადაღებაზე, ასევე სხვადასხვა იუმორისტული პროექტების მომზადებაზე. პირველ ეტაპზე სტუდია მუშაობას იწყებს იუმორისტული ფილმების გადაღებაზე.

"კარგი ტიპები შევიკრიბეთ ერთად და გვინდა, კარგი საქმეები ვაკეთოთ. "რუსთავი-2-ში" თავის დროზე ბევრი რამ ვისწვალეთ, ახლა წამოვედით, რომ განვითარდეთ. ჩვენი სტუდია შექმნის დამოუკიდებელ პროდუქტს, რასაც ყველას შევთავაზებთ. ჩვენს მიერ შექმნილ ხარისხიან პროდუქციაში ვინც მეტს გადაიხდის, მას მივყიდით", - აღნიშნა ლევან გოგორელიანმა.

ნანახია: 206 | დაამატა: Acm | რეიტინგი: 5.0/1