მთავარი » 2012 » მარტი » 22 » ინდოელი ფეხბურთელი მოედანზე დაიღუპა
9:00 PM
ინდოელი ფეხბურთელი მოედანზე დაიღუპა

ინდოელი ფეხბურთელი მოედანზე დაიღუპა

ინდოელი ფეხბურთელი ვენკატეში ინფარქტის შედეგად მოედანზე გარდაიცვალა. ტრაგედია "ბოლტონის" ფეხბურთელის, ფაბრის მუამბას ინციდენტის შემდეგ რამდენიმე დღეში მოხდა, როცა საფეხბურთო მსოფლიოს მთელი ყურადღება მუამბაზე იყო გადატანილი.

შეგახსენებთ, რომ მუამბას ინგლისის თასის მატჩის დროს მოედანზე გული წაუვიდა და როგორც გაირკვა, ის 78 წუთის განმავლობაში კლინიკური სიკვდილის მდგომარეობაში იყო.

ინდოეთის A დივიზიონის "ბანგალორ მარსის" ფეხბურთელი ვენკატეში მოედანზე 78-ე წუთზე შევიდა და 10 წუთის შემდეგ ძირს უგონოდ დაეცა.

სტადიონზე არ იმყოფებოდა სამედიცინო ბრიგადა და ამიტომ ფეხბურთელებს მანქანის მოძებნა დასჭირდათ ვენკატეშის საავადმყოფოში წასაყვანად, თუმცა საავადმყოფოში მიყვანისას ექიმებმა ფეხბურთელს სიკვდილი დაუფიქსირეს, რომელიც გულის გაჩერებამ გამოიწვია.

"როცა ის მოიყვანეს, მას არც პულსი ჰქონდა და არც სუნთქავდა. სხეულზე დაზიანების კვალი ვერ აღმოვაჩინეთ. შესაძლოა, თავიდანვე მისთვის ჟანგბადი რომ მიეცათ და პირველადი დახმარება გაეწიათ, ის გადარჩენილიყო" - თქვეს ექიმებმა.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი ინციდენტი ინდოეთში პირველად არ მომხდარა. 7 წლის წინ ინფარქტისგან ინდოეთის თასის ფინალში "დემპოს" ფეხბურთელი კრისტიან ჯუნიორი გარდაიცვალა, ხოლო 2011 წლის აპრილში "ჰალის" ვარჯიშზე გუნდის მეკარე არუნ კუმარა დაიღუპა.

კატეგორია: სპორტული ინფორმაციები | ნანახია: 523 | დაამატა: Acm | რეიტინგი: 5.0/1