მთავარი » 2012 » მარტი » 2 » იკერ კასილიასი: არ ვიცი, რას აპირებს ჟოზე მოურინიო ზაფხულში
3:39 PM
იკერ კასილიასი: არ ვიცი, რას აპირებს ჟოზე მოურინიო ზაფხულში

იკერ კასილიასი: არ ვიცი, რას აპირებს ჟოზე მოურინიო ზაფხულში

"რეალის" კაპიტანმა იკერ კასილიასმა განაცხადა, რომ წარმოდგენა არა აქვს, რას აპირებს ჟოზე მოურინიო ზაფხულში, დარჩება "რეალში" თუ სხვაგან გადავა.

კასილიასმა ირონიულად შენიშნა, რომ ფეხბურთი ისეთი რამეა, რომ გუნდის დატოვება მოულოდნელად შეიძლება ყველას მოუწიოს, მისი ჩათვლით.

"რა იქნება ხვალ? არ ვიცი, შესაძლოა, ხვალ მეც აღარ მსურდეს კლუბში დარჩენა და წასასვლელ გზებს ვეძებდე, ფეხბურთში ყველაფერი ხდება", - განუცხადა ესპანეთის ნაკრების მეკარემ რადიო "ონდა სეროს".

კატეგორია: სპორტული ინფორმაციები | ნანახია: 514 | დაამატა: Acm | რეიტინგი: 5.0/1