მთავარი » 2012 » აპრილი » 6 » Goal.Com-ის გამოკვლევა: მსაჯმა პენალტი "მილანის" წინააღმდეგ უსამართლოდ დანიშნა
3:45 PM
Goal.Com-ის გამოკვლევა: მსაჯმა პენალტი "მილანის" წინააღმდეგ უსამართლოდ დანიშნა

Goal.Com-ის გამოკვლევა: მსაჯმა პენალტი "მილანის" წინააღმდეგ უსამართლოდ დანიშნა

"მილანსა" და "ბარსელონას" შორის მატჩის შემდგომ, ძალიან ბევრი დაიწერა იმაზე, იყო თუ არა მეორე პენალტი დასანიშნი. Goal.com-ის ექსპერტებმა ამ საქმეს ხელი მოკიდეს და დეტალურად აღწერეს თითოეული სცენა.

პირველი სცენა: ნესტა წესებს ბურთის შეყვანამდე არღვევს

პირველ სცენაში, კარგად ჩანს თუ როგორ იჭერს ნესტა ბუსკეტსს, როდესაც ესპანელი ცდილობს იტალიელს გაექცეს. კუთხურის ნიშნულიდან, ჩავის ახალი დაწყებული აქვს გამორბენი, ანუ მას ბურთი თამაშში ჯერ არ შეუყვანია, რაც იმას ნიშნავს, რომ აქ პენალტის დანიშვნა არ შეიძლება.

ფიფას წეს-დებულებაში შემდეგი რამ წერია: "პენალტი იმ შემთხვევაში ინიშნება, თუ დარღვევა საჯარიმოს შიდა ტერიტორიაში ხდება, არ აქვს მნიშვნელობა თუ ვინ ფლობს ბურთს, მაგრამ ბურთი თამაშში შეყვანილი უნდა იყოს."

"ბურთი თამაშში შეყვანილი უნდა იყოს" არის ჩვენი ფუძე. რადგან ბურთი თამაშში შეყვანილი არ არის, მსაჯს პენალტის დანიშვნის უფლება არ აქვს.

მეორე სცენა: ნესტა და პუიოლი წესებს ბურთის შეყვანამდე არღვევენ

მეორე სცენაში, ჩავი უკვე მზადაა კუთხური ჩააწოდოს და ფეხი თითქმის ბურთზე აქვს შეხებული. ნესტა კვლავ აგრძელებს ბუსკეტსის მაისურის მოქაჩვას, თუმცა სიტუაციაში პუიოლი ერევა და ნესტას დაჭერით ცდილობს მის თანაგუნდელს გზა გაუნთავისუფლოს. რადგან ბურთი თამაშში შეყვანილი არ არის, ფიფას წესების მიხედვით, მსაჯს კვლავ არ აქვს მიზეზი იმისა, რომ პენალტი დანიშნოს. ამ შემთხვევაში კუიპერსს უნდა გაეჩერებინა თამაში, მისულიყო ფეხბურთელებთან და მათთვის სიტყვიერი გაფრთხილება მიეცა.

როგორც კლარენს ზეედორფმა მატჩის დასრულებისას განაცხადა, მან ჰკითხა მთავარ არბიტრს, თუ რატომ დანიშნა მეორე პენალტი, მან კი მიუგო, რომ მას უკვე გაფრთხილებული ჰყავდა ნესტა. მაშინ რატომ არ გააჩერა მან თამაში და არ უჩვენა "ლაციოს" ყოფილ ფეხბურთელს ყვითელი ბარათი? ეს ჯერჯერობით გაუგებარია... ნესტა ბუსკეტსს ბურთის შეყვანამდე 4 წამით ადრე იჭერს.

მესამე სცენა: პუიოლი და ნესტა წესებს ბურთის შეყვანის შემდეგ არღვევენ

როდესაც ჩავი ბურთს ეხება, ნესტა კვლავ გამუდმებით ცდილობს შეაჩეროს ბუსკეტსი. პუიოლს ორივე ხელი შემოხვეული აქვს ნესტას გარშემო და იტალიელის გარბენს აჩერებს.

როდესაც ბურთი უკვე საბოლოოდ შეყვანილია, ნებისმიერი დარღვევა შესაძლებელია "ბარსელონას" სასარგებლოდ პენალტით დაინიშნოს, ან ჯარიმა, "მილანის" სასარგებლოდ.

ამ შემთხვევაში, ნესტა და პუიოლი ორივე არღვევენ თამაშის წესებს. ამ დროს, ერთმა დარღვევამ მეორე უნდა გაანეიტრალოს და ამ შემთხვევაში თამაშის გაგრძელების საშუალება უნდა მიეცეს ფეხბურთელებს. "მილანს" შეუძლია იკამათოს, რომ ნესტა ბუსკეტსს მხოლოდ ბურთის ჩაწოდებამდე იჭერდა. ორივე შემთხვევაში, ცხადია, რომ წესებს პუიოლიც არღვევს.

მეოთხე სცენა: იყო თუ არა პენალტი?

ბოლო სცენაში, პუიოლთან შეჯახების შედეგად, ბუსკეტსი და ნესტა მოედანზე ეცემიან, თუმცა ნესტა მაინც ახერხებს ფეხზე დარჩენას, მას შემდეგ, რაც პუიოლმა მას ბალანსი დააკარგვინა.

აქამდე, კუიპერს უკვე უდევს პირში სასტვენი და მზადაა "მილანის" წინააღმდეგ პენალტი დანიშნოს და გააფრთხილოს ნესტა. მესი პენალტს ზუსტად ასრულებს და "ბარსელონა" წინ გადის, 2-1.

ყველაფერი რომ შევაჯამოთ, ეს პენალტი, წეს-დებულების მიხედვით, არ უნდა დანიშნულიყო. პირველ რიგში, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მსაჯს არ აქვს უფლება დანიშნოს პენალტი, იმ შემთხვევაში თუ ბურთი არ არის თამაშში შეყვანილი. მეორე შემთხვევაში, კუიპერსს მატჩი უნდა გაეჩერებინა და ნესტასთვის ყვითელი ბარათი ეჩვენებინა, დროის გაყვანისათვის. მსაჯს ამის გაკეთების სავსებით კარგი შესაძლებლობა ჰქონდა, რადგან ნესტა ბუსკეტსს, ბურთის თამაშის შეყვანამდე დაახლოებით 4 წამით ადრე იჭერდა. საბოლოოდ, როდესაც ჩავიმ ბურთი თამაშში შეიყვანა და უკვე პენალტის დანიშვნის უფლება მსაჯს აქვს, პუიოლი ასევე არღვევს თამაშის წესებს ნესტას წინააღმდეგ, ისევე როგორც იტალიელი არღვევს ბუსკეტსის წინააღმდეგ, თუ უფრო მეტად არა...

საბოლოოდ, დავა დასრულებულია, პასუხი თქვენს წინაშეა!

კატეგორია: სპორტული ინფორმაციები | ნანახია: 691 | დაამატა: Acm | რეიტინგი: 5.0/1