მთავარი » 2012 » მარტი » 2 » ერიკ აბიდალი და ტიაგო ალკანტარა "ბარსელონას" ვერ დაეხმარებიან
3:50 PM
ერიკ აბიდალი და ტიაგო ალკანტარა "ბარსელონას" ვერ დაეხმარებიან

ერიკ აბიდალი და ტიაგო ალკანტარა "ბარსელონას" ვერ დაეხმარებიან

კატალონიის "ბარსელონას" ფეხბურთელები ერიკ აბიდალი და ტიაგო ალკანტარა ხიხონის "სპორტინგთან" მატჩში თავის გუნდს ვერ დაეხმარებიან.

ფრანგმა მცველმა გერმანიის ნაკრებთან ამხანაგურ შეხვედრაში ტრავმა მიიღო. წინასწარი ინფორმაციით, აბიდალი ტრავმას 10 დღეში მოიშუშებს.

ჯანმრთელობასთან დაკავშირებით პრობლემები აქვს ასევე ტიაგო ალკანტარასაც. ესპანელმა ფეხბურთელმა ვენესუელასთან ამხანაგურ მატჩში ფეხი დაიზიანა.

გამომდინარე აქედან, ორივე ფეხბურთელი იძულებული იქნება მომავალ უქმეებზე "სპორტინგთან" შეხვედრა გამოტოვოს.

კატეგორია: სპორტული ინფორმაციები | ნანახია: 484 | დაამატა: Acm | რეიტინგი: 5.0/1