მთავარი » 2012 » მარტი » 22 » ედინსონ კავანი: "ნაპოლის" მიზანი სეზონის მესამე ადგილზე დასრულებაა
8:51 PM
ედინსონ კავანი: "ნაპოლის" მიზანი სეზონის მესამე ადგილზე დასრულებაა

ედინსონ კავანი: "ნაპოლის" მიზანი სეზონის მესამე ადგილზე დასრულებაა

"ნაპოლის" თავდამსხმელი ედინსონ კავანი, მიუხედავად მისი გუნდის იტალიის თასის ფინალში გასვლისა, ყურადღების იტალიის ჩემპიონატზე გადატანას ამჯობინებს.

ნეაპოლელებმა თასის ნახევარფინალში ორი მატჩის ჯამში "სიენა" დაამარცხეს და ფინალში ტურინის "იუვენტუსს" დაუპირისპირდებიან.

"იტალიის თასის ფინალში გასვლა ჩვენი მიზანი ჯერ კიდევ სეზონის დასაწყისში იყო. "სიენამ" შესანიშნავი მატჩი ჩაატარა, განსაკუთრებით, მეორე ტაიმში. შესვენების შემდეგ გაგვიჭირდა, მაგრამ მეტოქეს რაიმეს გაკეთების საშუალება არ მივეცით.

თუმცა, ახლა იტალიის ჩემპიონატზე უნდა ვიფიქროთ. ჩვენი მიზანია სეზონი მესამე ადგილზე დავასრულოთ. ამის გაკეთება კი რთული იქნება", - აღნიშნა კავანიმ.

კატეგორია: სპორტული ინფორმაციები | ნანახია: 708 | დაამატა: Acm | რეიტინგი: 5.0/1