მთავარი » 2012 » მარტი » 2 » დავით თარგამაძე: გული მწყდება პენალტის გამოუყენებლობის გამო
3:34 PM
დავით თარგამაძე: გული მწყდება პენალტის გამოუყენებლობის გამო

დავით თარგამაძე: გული მწყდება პენალტის გამოუყენებლობის გამო

საქართველოს ეროვნული გუნდისა და მარიუპოლის "ილიჩივეცის" ნახევარმცველმა დავით თარგამაძემ ალბანეთის ნაკრებთან ამხანაგურ მატჩზე კომენტარი გააკეთა.

შეგახსენებთ, რომ მიხეილ მესხის სტადიონზე 29 თებერვალს გამართულ თამაშში 23 წლის ფეხბურთელს გოლის გატანის შანსი პენალტით მიეცა, თუმცა მისი დარტყმა სტუმართა მეკარემ მოიგერია.

დავით თარგამაძე: "ამხანაგური მატჩი კი იყო, მაგრამ ორივესთვის ძალიან პრინციპული გამოდგა. ალბანეთი კარგი გუნდია, თუმცა - საკმაოდ უხეში.

ამაზე ქეცბაიამ თავიდანვე გაგვაფრთხილა. ვუყურეთ მათ თამაშს საფრანგეთთან და უხეშობისთვის მომზადებულები ვიყავით.

თავიდან ცუდად დავიწყეთ, შეცდომები გვქონდა და პირველ ტაიმში გადაწყობა გაგვიჭირდა. მაგრამ მეორე ნახევარში მდგომარეობა გამოვასწორეთ და დამსახურებულად გავიმარჯვეთ.

ეგაა, პენალტის გამოუყენებლობაზე მწყდება გული. ნამდვილად არ მინერვიულია, მაგრამ მეკარეს ვერ ვაჯობე... თუმცა მაინც სასიამოვნო გრძნობაა, კლუბში გამარჯვებული რომ ბრუნდები".

კატეგორია: სპორტული ინფორმაციები | ნანახია: 532 | დაამატა: Acm | რეიტინგი: 5.0/1