მთავარი » 2012 » მარტი » 11 » დავიდ სილვა: თუ ჩემპიონები გავხდით ფანტასტიკურ ზეიმს მოვაწყობ
10:12 PM
დავიდ სილვა: თუ ჩემპიონები გავხდით ფანტასტიკურ ზეიმს მოვაწყობ

დავიდ სილვა: თუ ჩემპიონები გავხდით ფანტასტიკურ ზეიმს მოვაწყობ

"მანჩესტერ სიტის" ესპანელი ფეხბურთელი დავიდ სილვა "ქალაქელთა" ჩემპიონობის შემთხვევაში ისეთი ზეიმის მოწყობის პირობას დებს, რომელიც არავის დაავიწყდება.

"ჩვენს გუნდში ერთი რამის ეშინიათ - გიჟური საღამოს მოწყობის პირობა დავდე, თუ პრემიერლიგას მოვიგებთ.

ზაფხულში ტიტულის პრეტენდენტებად "სიტი", "მანჩესტერ იუნაიტედი" და "ჩელსი" დავასახელე. ახლა ტიტულისთვის მხოლოდ ჩვენ და ფერგიუსონის გუნდი ვიბრძვით.

ინგლისში გატარებული ორი წლის მანძილზე გავიგე, რომ აქ იოლი თამაში არ არსებობს. ჩვენთვის ყოველი დაპირისპირება ფინალის ტოლფასია, ყველაფერი შეიძლება ერთმა ქულამ გადაწყვიტოს. ყველაზე მნიშვნელოვანი სააპრილო დერბია. თუ მანამდე ორქულიანი უპირატესობის შენარჩუნებას შევძლებთ, შემდეგ კი ხუთ ქულამდე გავზრდით, ეს ჩვენს შანსებზე მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს", - აღნიშნა ესპანელმა.

დავიდმა "მანჩესტერ იუნაიტედთან" პირველ წრეში 6:1 გამარჯვებაც გაიხსენა.

"ეს ისტორიული წარმატებაა. მსგავსი ამბის მონაწილე ადრე არასდროს ვყოფილვარ. ამ მატჩის ჩანაწერს მრავალი წლის განმავლობაში შევინახავ, როგორც განძს. "ოლდ ტრაფორდი" ფეხბურთის საფლავია, ჩვენ კი იქ 6:1 მოვიგეთ... დაუჯერებელია"!

კატეგორია: სპორტული ინფორმაციები | ნანახია: 493 | დაამატა: Acm | რეიტინგი: 5.0/1