მთავარი » 2012 » მარტი » 11 » ბოიან კრკიჩი: ლუის ენრიკე "ბარსელონაში" ხოსეპ გვარდიოლას შესანიშნავად შეცვლიდა
10:00 PM
ბოიან კრკიჩი: ლუის ენრიკე "ბარსელონაში" ხოსეპ გვარდიოლას შესანიშნავად შეცვლიდა

ბოიან კრკიჩი: ლუის ენრიკე "ბარსელონაში" ხოსეპ გვარდიოლას შესანიშნავად შეცვლიდა

"რომას" თავდამსხმელმა ბოიან კრკიჩმა განაცხადა, რომ რომაელთა ამჟამინდელი მწვრთნელი ლუის ენრიკე "ბარსელონაში" პეპ გვარდიოლას შესანიშნავად შეცვლიდა.

"ლუის ენრიკე "ბარსელონას" სათავეში გვარდიოლას შესანიშნავი შემცვლელი იქნებოდა. ის ამ კლუბს კარგად იცნობს და იქ უთამაშია კიდეც.

ენრიკე იტალიაში ახალი ფეხბურთის შეტანას ცდილობს. სერია A-ში მთელი თამაში ტაქტიკაზეა დაფუძნებული, გუნდების 90 პროცენტი ერთნაირად თამაშობს: ყველა ბურთს უკან დგას და ორი სწრაფი თავდამსხმელი კონტრშეტევის დასაწყებად ყოველთვის მზადაა. ეს ფეხბურთის სულ სხვა გაგებაა ესპანეთთან შედარებით და თავდამსხმელებს აქ უფრო უჭირთ. ლუის ენრიკესთან ერთად სხვაგვარი ფეხბურთის თამაშს ვცდილობთ.

არის მატჩები, როდესაც ბურთს სათამაშო დროის 70 პროცენტის მანძილზე ვფლობთ, მაგრამ ეს იოლი არ არის, რადგან იტალიური გუნდები თავს ძალიან კარგად იცავენ და კონტრშეტევებზე გადადიან. "იუვენტუსიც" კი ასე თამაშობს. ამ ფილოსოფიას პირველი საფეხბურთო სკოლის მოთამაშეებს ახვევენ თავს", - აღნიშნა ფორვარდმა ესპანურ პრესაში.

კატეგორია: სპორტული ინფორმაციები | ნანახია: 510 | დაამატა: Acm | რეიტინგი: 5.0/1