მთავარი » 2012 » მარტი » 2 » "ბარსელონა" ანდრე ტერ შტეგენით დაინტერესდა?
3:38 PM
"ბარსელონა" ანდრე ტერ შტეგენით დაინტერესდა?

"ბარსელონა" ანდრე ტერ შტეგენით დაინტერესდა?

მიონხენგლადბახის "ბორუსიას" მეკარე მარკ-ანდრე ტერ შტეგენმა ოთხშაბათს გერმანიის 21-წლამდელთა ნაკრების კარი დაიცვა და მშრალად შეინახა - ახალგაზრდულმა ბუნდესგუნდმა ბერძენ თანატოლებთან საკვალიფიკაციო მატჩი 1:0 მოიგეს.

ახალგაზრდა მეკარე გერმანიის ჩემპიონატშიც შესანიშნავად თამაშობს - "გლადბახს" "ბაიერნთან" ერთად ხომ ყველაზე ცოტა გოლი აქვს გაშვებული.

გერმანელი ექსპერტები 19 წლის მეკარეს უკვე მიიჩნევენ მანუელ ნოიერის კონკურენტად და უდიდეს მომავალს უწინასწარმეტყველებენ.

ესპანური გამოცემა "ელ მუნდო დეპორტივო" კი წერს, რომ ტერ შტეგენით თვით "ბარსელონაა" დაინტერესებული. ხსენებული გაზეთი ახალგაზრდა გერმანელ კიპერს "მომავლის მეკარედ" მოიხსენიებს და დარწმუნებით იუწყება, რომ ტერ შტეგენის გვარი "ბარსას" დაკვირვების ქვეშ მყოფ ფეხბურთელებს შორის დიდი მოწინავე პოზიციაზე წერია.

"ელ მუნდო დეპორტივოს" ცნობით, კატალონიური გრანდი მიონხენგლადბახელს რამდენიმე თვეა აკვირდება.


კატეგორია: სპორტული ინფორმაციები | ნანახია: 531 | დაამატა: Acm | რეიტინგი: 5.0/1