მთავარი » 2012 » მარტი » 2 » ალეშანდრე პატო ისევ დაშავდა
3:28 PM
ალეშანდრე პატო ისევ დაშავდა

ალეშანდრე პატო ისევ დაშავდა

"კორიერე დელო სპორტის" მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ალეშანდრე პატო ისევ დაშავდა და მინიმუმ ერთი კვირა უქმედ მოუწევს ყოფნა.

ეს იმას ნიშნავს, რომ 23 წლის ბრაზილიელი ფორვარდი სერია A-ს მორიგი ტურის შეხვედრას გამოტოვებს, რომელიც "მილანს" სიცილიაში უწევს "პალერმოს" წინააღმდეგ.

მოკლედ, პატო ისევ დაშავდა და ისევ ლაზარეთში გადაინაცვლა, რაც უკვე ჩვეულებრივი ამბავია. მიმდინარე სეზონში, ბრაზილიელმა მხოლოდ თერთმეტჯერ მოირგო "მილანის" ამუნიცია და როგორც ამბობენ, სეზონის ბოლოს გუნდის დატოვებაც მოუწევს.

დიახ, იგივე "კორიერე" დაჟინებით ამტკიცებს, რომ ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში პატო აუცილებლად გადავა ფრანგულ პსჟ-ში. ალეშანდრეს გადაბირება პარიზელებს ზამთარშიც სურდათ, მაგრამ ტრანსფერი თვით სილვიო ბერლუსკონიმ დაბლოკა.

თუ ავტორიტეტულ გამოცემას ვენდობით, სეზონის ბოლოს პატოს ვერც ბერლუსკონი გადაარჩენს, რადგან მასიმილიანო ალეგრის გეგმებში ბრაზილიელი ფორვარდი აღარ ჯდება. ვნახოთ, დანარჩებს დრო გვიჩვენებს.


კატეგორია: სპორტული ინფორმაციები | ნანახია: 539 | დაამატა: Acm | რეიტინგი: 5.0/1