მთავარი » 2012 » მარტი » 22 » ადრიანო გალიანი: კარლოს ტევესი მიყვარდა, მაგრამ ახლა მაქსი ლოპესითაც კმაყოფილები ვართ
8:53 PM
ადრიანო გალიანი: კარლოს ტევესი მიყვარდა, მაგრამ ახლა მაქსი ლოპესითაც კმაყოფილები ვართ


ადრიანო გალიანი: კარლოს ტევესი მიყვარდა, მაგრამ ახლა მაქსი ლოპესითაც კმაყოფილები ვართ

"მილანის" ვიცე-პრეზიდენტი ადრიანო გალიანი შეეგუა იმას, რომ გასულ ზამთარს იტალიურმა კლუბმა "მანჩესტერ სიტისთან" არგენტინელი თავდამსხმელის, კარლოს ტევესის გადაბირებაზე მოლაპარაკება ვერ მოახერხა.

"ვნახე, როგორ გამოვიდა მოედანზე ექვსთვიანი შესვენების შემდეგ კარლოს ტევესი და თამაშის მსვლელობა შეცვალა. ტევესს ჭკუიდან გადავყავარ.

არადა, ზამთარში კარლოსი ჩვენს კლუბში გადმოსვლასთან ახლოს იყო.

დიახ, ტევესი მიყვარს, მაგრამ განგებამ ასე ისურვა. ჩვენ მაქსი ლოპესი ვიყიდეთ და ახლა მისით კმაყოფილები ვართ", - განაცხადა გალიანიმ იტალიურ პრესაში.

კატეგორია: სპორტული ინფორმაციები | ნანახია: 427 | დაამატა: Acm | რეიტინგი: 5.0/1