მთავარი » 2012 » თებერვალი » 10 » ადრიანო გალიანი: ჯორჯო კიელინის ქცევა არ მომწონს
11:46 PM
ადრიანო გალიანი: ჯორჯო კიელინის ქცევა არ მომწონს

ადრიანო გალიანი: ჯორჯო კიელინის ქცევა არ მომწონს

"მილანის" ვიცე-პრეზიდენტმა ადრიანო გალიანიმ "იუვენტუსის" მცველ ჯორჯო კიელინის გამონათქვამები შეაფასა.

კიელინიმ "როსონერის" ფორვარდი ზლატან იბრაჰიმოვიჩი "ბებერი ქალბატონის" გოლკიპერ მარკო სტორარისთვის ხელის გარტყმაში დაადანაშაულა.

"სამწუხაროა, რომ ასე მოხდა. კიელინის კარგად ვიცნობ, ის კარგი ბიჭია. მაგრამ მისი ქცევა ნამდვილად არ მომწონს. მიმაჩნია, რომ იმ ეპიზოდში მნიშვნელოვანი არაფერი მომხდარა", - განაცხადა გალიანიმ.

აღსანიშნავია, რომ "მილანის" შვედი ფორვარდი მანამდე "ნაპოლის" მცველ სალვატორე არონიკასთვის ხელის გარტყმის გამო სერია A-ში სამმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს.


კატეგორია: სპორტული ინფორმაციები | ნანახია: 512 | დაამატა: Acm | რეიტინგი: 5.0/1